პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას სკანდალურ განცხადებას ავრცელებს:
“უკვე ძალიან ბევრი ფაქტია მუნიციპალურ დონეზე “ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობის. მათ შორის, პარლამენტშიც- იუსტიციის საბჭოს წევრები ერთად აირჩიეს.
ქოლ-ცენტრები არის იდეალური მაგალითი, როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ნაცები და ქოცები. ქოლ-ცენტრები არის იდეალური მაგალითი, ქართული სახელმწიფოს რეპუტაციის ხარჯზე, როგორ შოულობენ მილიარდებს ნაცებიც და ქოცებიც. მერე გამოვლენ და იტყვიან, რომ კოალიცია არ გვაქვსო.
შენ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებს იყენებ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, ძალაუფლება გინდა იმისთვის, რომ ფული იშოვო, ფულს ვისთანაც შოულობ ის არის შენი ნამდვილი პარტნიორი. ეს ქოლ-ცენტრები არის ყველაზე კარგი მაგალითი ქოცების და ნაცების თანამშრომლობის. თუ ასე არ არის, აბა ან ერთმა, ან მეორემ თვითონ დააინიცირონ ამ კომისიის შექმნა. ამიტომ არის, რომ არც გამოძიება და არც ამ კომისიის შექმნა არ უნდათ. ეს კომისია რომ შეიქმნას, ერთმანეთზე მოუწევთ ჩვენების მიცემა.
ამ ორმა ქვეყნისთვის სახიფათო, დესტრუქციულმა ძალამ, ერთად 50% ვერ უნდა გადალახონ. საქართველოს მოქალაქეებს უბრალოდ არ უნდათ გააკეთონ არჩევანი ნაცსა და ქოცს შორის. რატომ? იმიტომ, რომ ძალიან კარგად ახსოვს ნაცი როგორ ძალადობდა ფიზიკურად და კარგად ხედავს ოცნება როგორ ძალადობს დღეს ფსიქოლოგიურად. ადამიანმა არჩევანი ხომ დაიმსახურა? ახლა რეალურად არჩევანი არ არსებობს, არსებობს ფსიქოლოგიური მოძალადე, რომელიც გაშინებს და გაშანტაჟებს ფიზიკური ძალადობით. მერე გამოვლენ და გეტყვიან ღირსებაზე რამეს. ღირსებაა ეს? ეს ყველაფერი რომ ხდებოდეს სხვაგან და სხვა დროს, შეიძლება კომპრომისებზე გვეფიქრა. წითელი ხაზები უკვე გადაკვეთილია, ამიტომ ეგრე ვეღარ იქნება“, – აცხადებს გიორგი გახარია.