spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხალხი ზუსტად ისე მოგვექცევა როგორც ჩვენ მოვექცევით მათ"...

“ხალხი ზუსტად ისე მოგვექცევა როგორც ჩვენ მოვექცევით მათ” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტის წევრი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს მმართველი პარტიის წინააღმდეგ კონკრეტული პოლიტიკური სტრატეგიით ბრძოლას ურჩევს:

საზოგადოების დაკვეთა არის გამარჯვება და გამარჯვება მიიღწევა კოორდინაციით, ძალებისა და რესურსების გაერთიანებით და არა ოპოზიციის შიგნით გაუთავებელი გარჩევებითა და კინკლაობით.

რასაც ბოლო პერიოდში ვაკვირდები, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს კალენდარი აქვს არეული, ნაცვლად იმისა რომ საუბრობდნენ “ქართული ოცნებიდან” მომდინარე საფრთხეებზე, რომ გამალებული რუსიფიკაცია მიდის ქვეყანაში, ქართველები გადიან და მათ ადგილზე რუსები მკვიდრდებიან, ის რომ ნატოსა და ევროკავშირის ქოლგის გარეშე ტოვებენ ქვეყანას, ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ლამის 15 და 20 წლის წინანდელ შეცდომებზე საუბრობენ.

მე არ მესმის რა პოლიტიკური დივიდენტი შეიძლება მოიტანოს ამან. სტრატეგიულადაც არ მესმის ოპოზიციური პარტიის, რომლის ამოცანაც არ არის ხელისუფლების მხარდამჭერების კლების ხარჯზე საკუთარი და საერთო ოპოზიციური მომხრეების რაოდენობის გაზრდა. ამის ნაცვლად ცდილობენ ოპოზიციის დაზიანების ხარჯზე საკუთარი მხარდამჭერების გაზრდას, რაც “ქართული ოცნების” პირდაპირი დღის წესრიგი და თამაშია. ასე აპირებენ ხელისუფლების შეცვლას?

ყველამ უნდა იცოდეს, ხალხი ზუსტად ისე მოგვექცევა როგორც ჩვენ მოვექცევით მათ. ზუსტად იმდენად გაიზიარებენ ჩვენს პოზიციებს, რამდენადაც ჩვენ გავხდებით მათი პრობლემის გამზიარებლები და მომგვარებლები. ეს არის გამარჯვების რეალური ფორმულა და არა დაუსრულებელი ტალახის სროლა და მეორეხარისხოვან საკითხებზე გარჩევები”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“ნიკა მელიას თავდადება, სიმტკიცე და შეუპოვრობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილის...

პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...