spot_img
მთავარიირონია"რაც არ უნდა მტრულად იყვნენ ამ ახალგაზრდა ადამიანის...

“რაც არ უნდა მტრულად იყვნენ ამ ახალგაზრდა ადამიანის მიმართ დამოკიდებულნი, მეტ-ნაკლებად გულში მაინც აღიარებენ, რომ ამ ადამიანს აქვს რაციონალური გონება და არის შემოქმედებითი ნატურა” – გია ბუღაძე გიორგი ვაშაძეზე

მხატვარი, გია ბუღაძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებაზე – ,,გამარჯვების პლატფორმაზე”. მისი განმარტებით, ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება, რაც უფრო მეტი საერთო პლატფორმა შეიქმნება ოპოზიციურ სპექტრში:

,,მე მივესალმები ყველანაირ ოპოზიციურ გაერთიანებას. არ მაღიზიანებს და არანაირი პოლიტიკური ამბიციები არ მაქვს. ერთადერთი ამბიცია, სურვილი, რაც მაქვს – მინდა, რომ მოვიშორო ეს მოღალატე ხელისუფლება, რუსული ხელისუფლება. ამას ხელს შეუწყობს გაერთიანებები, რაც უფრო მდიდარი იქნება ამ რუსული ხელისუფლების მოშორებისთვის, მივესალმები ყველანაირად.

თუ სხვებიც გამოძებნიან საერთო ენას ერთმანეთთან, კარგი იქნება. რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფი თუ ერთად იქნება, მაგას რა ჯობია, თუ იქნებიან გაერთიანებულები, რაღაც მხრივ, რომ მოვიშოროთ რუსული ხელისუფლება და რუსეთის საშინელი გავლენები ჩვენს ქვეყანაზე.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, რაც არ უნდა მტრულად იყვნენ ამ ახალგაზრდა ადამიანის მიმართ დამოკიდებულნი, მეტ-ნაკლებად გულში მაინც აღიარებენ, რომ ამ ადამიანს აქვს რაციონალური გონება და არის შემოქმედებითი ნატურა. ის ხან კონკრეტულ პარტიებთანაა კავშირში, ხან სხვაგან შეიძლება წავიდეს, ეს მიუთითებს, რომ ადამიანი ერთ ადგილას არ დგას. მისი ეს ხასიათი მესმის და მომწონს კიდეც, სიმართლე გითხრათ.

რეალურად, პოლიტიკა და ყველა საქმიანობა უნდა იყოს დაკავშირებული ადამიანების, საზოგადოების რთულ ურთიერთობასთან. დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. საერთოდ, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან გზასაყარზე დგას. ყველაფერი სწრაფად იცვლება, ისე ხშირად იცვლება ხოლმე – შეიძლება, გაოცდე კიდევაც. გიორგის ტრანსფორმაციები ჩემთვის არ არის მიუღებელი, პირიქით – კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ეძებს ფორმატს, რომელიც შესაბამისი იქნება რეალობისა, რომელიც დღეს არის. მისი აქტუალობა ნამდვილად სახეზეა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად ვაფასებ ამ გაერთიანების მცდელობას. ვფიქრობ, რომ ამას შედეგი ექნება. ჩემი სურვილია სხვა აქტიურები მიზიდულობის ცენტრები გაჩნდეს საქართველოში, რათა დავამარცხოთ რუსული რეჟიმი”, – განაცხადა გია ბუღაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორი ქაოტური და უყურადღებო ვითარებაა გზებზე” – ანა...

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკულად დამთავრდა - ავარიას დედა...

“ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საქართველო რუკაზე...

საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებსა და მმართველი გუნდის მოლოდინებთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ” – კახა კალაძე ევროპელ პოლიტიკოსებზე

„გრძელდება მტრული დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...