ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სკანდალი გამჟღავნდა, რომ კავშირი არის არა მხოლოდ "ნაციონალურ...

“სკანდალი გამჟღავნდა, რომ კავშირი არის არა მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობასა” და გიორგი მარგველაშვილს შორის, არამედ არსებობს გეგმები, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდეს “ნაციონალური მოძრაობის” პირდაპირი მოკავშირე” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან კრიტიკულ კომენტარს აკეთებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა’’ და საქართველოს მე-4 პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო მოკავშირეობის შესახებ:

,,სკანდალი გამჟღავნდა, რომ კავშირი არის არა მხოლოდ ,,ნაციონალურ მოძრაობასა” და გიორგი მარგველაშვილს შორის, არამედ არსებობს გეგმები, რომ გიორგი მარგველაშვილი გახდეს ,,ნაციონალური მოძრაობის” პირდაპირი მოკავშირე.

ჩვენ ვნახეთ, რომ ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დააორგანიზა ეს ყალბი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მეორე ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განახორციელა ეს ყალბი დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, მოქმედი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამაზე საერთოდ არაფერს არ ამბობს, არადა საინტერესო იქნებოდა მისი აზრის გაგება – რას ფიქრობს ის, როდესაც გამჟღავნდა, თუ რამხელა მანქანა იყო ჩართული იმისთვის, რომ მომხდარიყო საქართველოს დისკრედიტაცია და საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის, თავად პრეზიდენტის შანტაჟი მომხდარიყო იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაეხსნათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

თქვენ იცით და ნახეთ, მათ შორის აღმოჩნდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომელიც კი იყო ჩართული”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველო, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინში უნდა იყოს, რეალურად დემოკრატიული უკუსვლის და მისი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე, კონკრეტულ ისტორიული ფაქტებზე...

“ახლა უკვე ღირსების საკითხია, თუ გავუძლებთ ამ დიად გამოწვევას” – ბეჟან ჯავახია ოპოზიციურ პარტიებს...

ისტორიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ქვეყანაში შექმნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ყველას გახსოვთ, როგორ მწვავედ დავუპირისპირდი ბურჯანაძეს, მუდამ ვამხელდი მის ღიად ღალატს და ვახსენებდი საზოგადოებას...

ბელარუსში, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ნინო ნურჯანაძის შეხვედრას მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც პრო&ი ბავშვივით იჭიჭყინებს და “მე”-დან “ჩვენ”-ზე არ გადავა, აუთსაიდერი იქნება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...