spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მათ საქართველოსგან სჭირდებათ კამიკაძე, ჩვენ - ამაყი, თავისუფალი,...

“მათ საქართველოსგან სჭირდებათ კამიკაძე, ჩვენ – ამაყი, თავისუფალი, განვითარებული ქვეყანა ამაყი ხალხით” – მამუკა მდინარაძე ლობისტურ კამპანიებთან დაკავშირებით

ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს ე.წ. ლობისტურ კამპანიებზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ასევე აღნიშნავს, რომ ,,უცხოური გავლენის აგენტების” კანონი იყო აშშ-ში მიღებული კანონპროექტის ანალოგი:

,,პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რა მოხდა სინამდვილეში. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედმა რუსულმა კანონმა – ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, გააშიშვლა მთლიანად ,,ნაც. მოძრაობის” და მისი პატრონების გეგმები. არცერთი ის წინადადება, რომელიც ამ კანონის თანახმად, აშშ-ში გამოქვეყნებულ დოკუმენტებში წერია, არ მოგვიფიქრებია ჩვენ. არცერთი ბრალდება არ მოგვინდომებია, რომ ვინმეს მიმართ გაგვეხმოვანებინა. პირიქით, ჩვენთვისაც მოულოდნელობა იყო საქართველოს საწინააღმდეგო, დამაზიანებელი კამპანიის ფონზე, ისეთი ლუსტრაცია ამ ადამიანების, რომელიც ამხილა FARA-ს შესაბამისად გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა.

ამ დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ დასანქცირება უნდოდათ და უკვეთავდნენ საქართველოს წინააღმდეგ. ამ დოკუმენტის მიხედვით ირკვევა არანაკლებად მნიშვნელოვანი ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ კამპანიები, რომლებიც დაორგანიზებული იყო და ჩვენ ვხედავდით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – გარეთ, ვითომ და სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად და ა.შ., იყო დაფინანსებული და დაორგანიზებული.

აქ უკვე ძაღლის თავია დამარხული. მხოლოდ ფულით ამის უზრუნველყოფა შეუძლებელია. აქ არის ორი მთავარი კომპონენტი:

ერთი – ამ ადამიანების დავალებების მიმცემების ზრუნვა ამ გლობალურ, საქართველოსთვის დამაზიანებელ კამპანიაზე და მეორე – იმ ნაწილის ფორმალიზება, რომელიც საჭიროა, რომ ლობისტების მიერ იყოს მხარდაჭერილი.

შენ ცალკე ფული გადაიხადე და ამხელა კამპანიას ააგორებ – ასე არ ხდება. ამიტომ თავი დაანებონ იმ რიტორიკას, რომ თუ ფულის გადახდა, ,,მესიჯ ბოქსი” გაჩნდა ასეთი, უზრუნველყოფს ამხელა კამპანიებს, თვითონაც დააორგანიზონ, ანუ ქვეცნობიერად ხვდებიან, რომ საქართველოს სასარგებლო კამპანიაზე ლაპარაკობენ. რეალურად, მხოლოდ ფული ამას ვერ უზრუნველყოფს, მხოლოდ.

ამას უზრუნველყოფს გლობალური ომის პარტიის უდიდესი ინტერესი, ასევე, ლობისტების მიერ შემდეგ უკვე ჩაშლილი დეტალური კამპანია საქართველოს საწინააღმდეგოდ.

რაც ყველაზე მთავარია – მათ საქართველოსგან სჭირდებათ კამიკაძე. ჩვენ ამ ქვეყნისგან გვჭირდება ამაყი, თავისუფალი, განვითარებული ქვეყანა ამაყი ხალხით, რომელსაც ასე მარტივად ვერ მოერევიან! ქვეყანა, სადაც ქვეყნის შიგნით მიიღება გადაწყვეტილებები ამ ქვეყანასთან დაკავშირებით. ასეთი იქნება ჩვენი ქვეყანა და არა ის, რომ როცა ვინმეს მოუნდება, რაც არ უნდა გავლენიანი ჯგუფი იყოს ეს მსოფლიოში, უკაცრავად და თითს დააწკაპუნებს და ქვეყანა ჩაერთვება ომში; ესე თითს დააწკაპუნებს და მიუთითებს მის აგენტურას, რომელიც მათი ვარაუდით, ხელისუფლებაში უნდა იყოს და იბრძვიან ამისათვის, და ქვეყანა გააკეთებს იმას, რაც შეიძლება ქვეყანას და ქართველ ხალხს არ სჭირებოდეს, მაგრამ სჭირდებოდეს რაღაც სხვა, შეიძლება დიდ ინტერესს, რაც საბოლოო ჯამში, მიდიოდეს რაღაც კარგისკენ, მაგრამ ამ ქვეყნის განადგურების ფონზე ჩვენ არ ვაპირებთ, რომ სხვა ინტერესებს ვემსახუროთ!”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“არ მახსოვს სააკაშვილის მხრიდან ერთი საყვედური, პირიქით! მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავდა!” – გია ხუროშვილი

წინა ხელისუფლების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი ცალკეულ...

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...