ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს, პარასკევამდე დაგვისახელოს გონივრული ვადა, ოფიციალურად...

“ვთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს, პარასკევამდე დაგვისახელოს გონივრული ვადა, ოფიციალურად დაგვიდასტურონ, რომ მაქსიმუმ 30 სექტემბრამდე ბავშვები მედიკამენტს მიიღებენ” – აქონდროპლაზიის დიაგნოზით დაავადებული ბავშვის მშობელი

აქონდროპლაზიის დიაგნოზით დაავადებული ბავშვების მშობლები კვლავ მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია, როდის მიიღებენ მათი შვილები სამკურნალო მედიკამენტს. თემასთან დაკავშირებით მშობლებმა ჟურნალისტებთან თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს:

,,ვადები მუდმივად იწევს. ჩვენც მუდმივად გვაქვს იმის განცდა, რომ შესაძლებელია დროში ისე გაიწელოს, რომ რამდენიმე ბავშვისთვის საერთოდ აზრიც დაკარგოს მკურნალობამ.

ვთხოვთ ჩვენ მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, პარასკევამდე გვითხრას, დაგვისახელოს გონივრული ვადა, ოფიციალურად დაგვიდასტურონ, რომ მაქსიმუმ 30 სექტემბრამდე ბავშვები მედიკამენტს მიიღებენ“, – განაცხადა მაკუნა გოჩიაშვილმა.

 

,,იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროტოკოლი დღეს დასრულდება და ჩვენი შვილები სექტემბერში მიიღებენ მედიკამენტს, არა უგვიანეს 30 რიცხვისა.

დღეს, ჩვენ არ ვართ საპროტესტო რეჟიმში, არ ვართ პროტესტის მომხრე, ჩვენ ვართ დედები, რომლებიც ვითხოვდით და ვითხოვთ შვილის ჯანმრთელობისთვის ერთად-ერთ უალტერნატივო მედიკამეტს ,,ვოზორიდიტს“, – განაცხადა ქეთევან ბეგიაშვილმა.

 

მე მინდა პრემიერს, მივმართო და მშობლების თხოვნა-მუდარა გავაცნო, რომ ჩაერთოს ამ პროცესში. თვალ-ყური ადევნოს და დააჩქაროს პროცესი. ბავშვებს აუცილებლად ესაჭიროებათ ეს წამალი და არაუგვიანეს სექტემბრისა მიიღონ. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ ისევ გავაგრძელებთ 24-საათიან პროტესტს,” – აცხადებს ეკატერინე ჭონქაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს...

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...