ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს - რას აკეთებთ?!...

“მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს – რას აკეთებთ?! როგორ გვექცევით?!” – მეუფე იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი (იაკობიშვილი) ქადაგების დროს ევროკავშირს და ევროპარლამენტარებს მიმართავს და აცხადებს, რომ თუ დავალებას აძლევენ საქართველოს, რატომ უწესებენ ვადებს:

,,მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს – რას აკეთებთ?! როგორ გვექცევით?! ჩაიწერა ჩვენთან კონსტიტუციაშიც, ვფიქრობ, რომ არ უნდა ჩაეწერათ, მაგრამ NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანება. რა ხდება, რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას? ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ და რის გამო?!

12 დავალებაში…, თქვენი ბავშვები ვინ არიან? თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ და როცა აღვასრულებთ… ვადებს რატომ მიწესებს?! შემოდგომაზე იმიტომ მიწესებს, რომ კიდევ რევოლუცია მომიხდინო?!

თუ ჩემი პარტნიორი ხარ, ევროკავშირს მივმართავ – თუ არ მეხმარები, უკრაინას როგორც ეხმარება დღეს ნახევარი მსოფლიო, ხელს მაინც ნუ მიშლი.

როცა მზად ვიქნებით, მაშინ შევალთ იქ, სადაც საჭიროა. რატომ გვიბრაზდებით?

შემოდგომა ახლოვდება და ჩვენც მოვემზადებით. ისინი თუ ემზადებიან, ჩვენ ახალგაზრდებს ურევენ ხოლმე სწორ ორიენტირს, ჩვენ არავის დავანებებთ, რომ საქართველო ისევ ვიღაცის ხელში ჩავარდეს.

ეს ხომ რუსეთს უნდა რომ საქართველო არ განვითარდეს. ევროპელებს მივმართავ – ვის ემსახურებით რუსეთის გარდა, თქვენი მაგ საქციელით?!”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“მინდა ისე გაიარონ ურთულესი გზა, რომ მათთან ერთად საქართველოს გვეზეიმოს!” – ნუკა არველაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...