spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილი თავისი შინაარსით, პრაქტიკული მოქმედებებით არის პუტინის...

“ბიძინა ივანიშვილი თავისი შინაარსით, პრაქტიკული მოქმედებებით არის პუტინის კარის ოლიგარქი” – ლევან ხაბეიშვილი

,,თავისუფლების ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა მონაცემები, სადაც საუბარია, რომ თავდაცვის სამინისტრო, ქართული ჯარისთვის, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთიდან მასიურად ყიდულობს საკვებ პროდუქტებს. თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან მწვავე შეფასებები გააკეთა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა:

,,რუსული მთავრობაა საქართველოში და შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს რუსული კანონები, რუსეთთან ფრენები, რუსული პროდუქცია რომ შემოიტანოს.

ბიძინა ივანიშვილი თავისი შინაარსით, პრაქტიკული მოქმედებებით არის პუტინის კარის ოლიგარქი. ამიტომ მე არ მესმის, ჩვენ რატომ გვიკვირს, ხოლმე, ასეთი რაღაცები.

კორუფციასთან ერთად, ცხადია, ჩვენ ვხედავთ საქართველოს გარუსების მცდელობას.

ამიტომაც არის ,,გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილი, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ და საბოლოო ჯამში, შეიცვალოს ხელისუფლება“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ინფორმაციისთვის: თავისუფლების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში განხილულია, ,,რას ჭამს ქართული ჯარი? რომელი კომპანია უზრუნველყოფს ჯარის კვებას და რომელი პროდუქტებისგან შედგება ჯარისკაცების რაციონი?“:

  • 2021-2022 წლებში თავდაცვის სამინისტრომ ქართული ჯარისთვის 18,000 ლარის რუსული საკვები ზეთი იყიდა;
  • 2015-2022 წლებში სამინისტრომ 232,000 ლარის რუსული ანაკომის სუპი, კეტჩუპი და მაიონეზი შეიძინა;
  • შესყიდვების სააგენტოს ცნობით, 2022 წლიდან თავდაცვის სამინისტროს კვების მომსახურებისთვის ტენდერი აღარ გამოუცხადებია;
  • უკვე მეორე წელია გაურკვეველია, რომელი კომპანია უზრუნველყოფს ჯარის კვებას და რისგან შედგება ჯარისკაცების რაციონი”, – წერს ფეისბუქის გვერდზე ,,თავისუფლების ინსტიტუტი“

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ დისკრედიტაციულ...

“ნიკა მელიას თავდადება, სიმტკიცე და შეუპოვრობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილის...

პარტია "ახალი" განცხადებას ავრცელებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის...

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...