spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ გაერთიანების მთავარი საზრუნავი იქნება ადამიანი, საქართველოს თითოეული...

“ამ გაერთიანების მთავარი საზრუნავი იქნება ადამიანი, საქართველოს თითოეული მოქალაქე, თქვენი პრობლემები და ჩვენ უამრავ კონკრეტულ გეგმას შემოგთავაზებთ, როგორ უნდა წავიყვანოთ წინ ქვეყანა” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებელმა”, “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მიშას პარტიასთან ერთად, გადავდგით ნაბიჯი გაერთიანებისკენ და ვაყალიბებთ გამარჯვების პლატფორმას იმიტომ ,რომ ეს არის თქვენი დაკვეთა – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პარტიის წარმომადგენლებთან და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან ლევან ხაბეიშვილთან ერთად იმერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით დღეს ქვეყანაში ორი იდეა, ძლიერი საქართველოსა და ოლიგარქიულ ჭაობში მყოფი რუსული იდეა ებრძვის ერთმანეთს:

ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მიშას პარტიასთან ერთად, გადავდგით ნაბიჯი გაერთიანებისკენ და ვაყალიბებთ გამარჯვების პლატფორმას იმიტომ ,რომ ეს არის თქვენი დაკვეთა.

თქვენ, ხალხი, რომელსაც ასე გწადიათ, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, ყოველთვის, სადაც შეგხვდებოდით სულ გვეუბნებით გაერთიანდით ერთად დადექით, აი ამიტომ გადავდგით, თქვენს გამო გადავდგით, ჩვენი ქვეყნისთვის გადავდგით და ჩვენი სამშობლოს გამარჯვებისთვის გადავდგით ეს ნაბიჯი ჩვენ ყველამ ერთად.

დღეს მართლაც ორი იდეა ებრძვის ერთმანეთს საქართველოში, ეს არის ძლიერი საქართველოს იდეა და სუსტი საქართველოს იდეა, ეს არის ამბიციური რეგიონის იდეა და რუსეთის ორღობეში მყოფი, ჭაობში მყოფი, ოლიგარქიულ ჭაობში ჩაძირული საქართველოს იდეა. ეს არის საქართველოს იდეა, რომელიც უნდა გახდეს დაჩქარებული წესით ევროკავშირის და ნატოს წევრი და საქართველოს იდეა, რომელიც უნდა იყოს რუსეთის გზაგასაყარი.

ჩვენ რას ვირჩევთ? ჩვენ ვირჩევთ ძლიერ საქართველოს, ჩვენ ვირჩევთ საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად, ჩვენ ვირჩევთ იმ საქართველოს, რომლის აღმშენებლობაში თქვენ ძალიან დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი ჯერ კიდევ 2003 წლიდან მოყოლებული.

დიახ, ჩვენ ვირჩევთ იმ საქართველოს, სადაც ყველა ადამიანის უფლება იქნება დაცული. აქეთ ვიკრიბებით პატრიოტი ადამიანები, ვისაც გვიყვარს ჩვენი სამშობლო, იქეთ არიან სულგაყიდული, რუსეთთან და მტერთან შეკრული ადამიანები და ჩვენ მათთან საერთო არაფერი არ გვაქვს.

აქედან მინდა მთელს საქართველოს ვუთხრა – ხალხნო, ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი სამშობლო, ჩვენ ღმერთმა გვიბოძა სამშობლო, რომელსაც უდიდესი რესურსი და შესაძლებლობა აქვს, პოტენციალი რეალიზების და არ ვიმსახურებთ იმ სიღარიბეს და გაჭირვებას, რაშიც ახლა ვცხოვრობთ. არ ვიმსახურებთ იმას, რომ ათობით ათასი ადამიანი ქვეყნიდან გადიოდეს, არ ვიმსახურებთ იმას, რომ შობადობის მაჩვენებელი უკიდურესად დაეცა და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა. ჩვენ ვიმსახურებთ საქმის კეთებას, ჩვენ ვიმსახურებთ წინსვლას, ჩვენ ვიმსახურებთ ძლიერ სოფელს, ჩვენ ვიმსახურებთ ძლიერ ოჯახებს, ძლიერ ადამიანებს.

ამ გაერთიანების მთავარი საზრუნავი იქნება ადამიანი, საქართველოს თითოეული მოქალაქე, თქვენი პრობლემები და ჩვენ უამრავ კონკრეტულ გეგმას შემოგთავაზებთ, როგორ უნდა წავიყვანოთ წინ ქვეყანა.

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხალხს კი არ უნდა ემუქრებოდეს და ღვარძლით კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ მთელ მსოფლიოში უნდა ჩადიოდეს და ინვესტიციები ჩამოჰქონდეს ქვეყანაში.

დღეს, საქართველოს მთავრობა რუსეთთან გზას კი არ უნდა აფართოებდეს, უნდა მიდიოდეს კომპანიებთან, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ტერიტორია და ეუბნებოდეს ჩამოდით საქართველოში გააკეთეთ ეს საწარმოები ჩვენთან, უნდა აფართოებდეს სარკინიგზო და საჰაერო კვანძებს, უნდა აშენებდეს პორტებს და აეროპორტებს, უნდა უნდოდეს გლობალური სიკეთეები საქართველოში და ასეთ შემთხვევაში ქვეყნიდან ხალხი არ გაიქცევა, ასეთ შემთხვევაში ნამდვილი ეკონომიკური ზრდა გვექნება და არა ის ეკონომიკური ზრდა, რაზეც ისინი საუბრობენ.

დღეს, ეკონომიკა მათთვის იზრდება, თვითონ მდიდრდებიან, მათი გარემოცვა მდიდრდება, მათი ოჯახის წევრები, ძალიან მაგრად არიან, ყოველ თვე ახალ ავტომობილებს ყიდულობენ. რა თქმა უნდა, ისინი ფიქრობენ, რომ ეკონომიკა წინ მიდის, აბა სხვა ადამიანებს ვკითხოთ, აი თქვენ გკითხოთ – წავიდა წინ ბოლო პერიოდში ეკონომიკა? იგრძენით თქვენს თავზე? აი მითხარით ვინმემ რა გაკეთდა სამტრედიაში, თუნდაც ამ რაიონში იმისთვის, რომ თქვენ უკეთესად ყოფილიყავით? არაფერი! აი ეს არის მთავარი პრობლემა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...