ორშაბათი, ივლისი 14, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგამარჯვების პლატფორმა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი"...

გამარჯვების პლატფორმა: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” გაერთიანდა

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძისა და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ერთობლივი განცხადებით, შეიქმნა ,,გამარჯვების პლატფორმა“:

,,ნაციონალური მოძრაობა” არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია. ჩვენ, ცხადია, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის”, პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს ,,გამარჯვების პლატფორმა”.

კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ასევე, ყველაზე დიდია ყველა კვლევით პროდასავლურ პარტიებს შორის, ვგულისხმობ ,,სტრატეგია აღმაშენებელს”.

შესაბამისად, დღეიდან, ხალხის დაკვეთით, ,,სტრატეგია აღმაშენებელთან” ერთად გვექნება საერთო სტრატეგია რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გაერთიანებასთან დაკავშირებით ისაუბრა გიორგი ვაშაძემაც:

,,სტრატეგია აღმაშენებელი“ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან’’, მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან და ყველა თაობის პატრიოტ, პროფესიონალ ადამიანებთან ერთად ვიწყებთ გამარჯვების, ცვლილებების და ივანიშვილის რუსული რეჟიმისგან გათავისუფლების მოძრაობას!

ვქმნით ,,გამარჯვების პლატფორმას“, რომელსაც წლებია ელოდებიან საქართველოს მოქალაქეები. პლატფორმას, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს მოქალაქე, მისი პრობლემების მოგვარება, NATO-ში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარება, დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალი პტლატფორმა, როგორც განაცხადეს ლიდერებმა, იწყებს ერთის მხრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს, მეორეს მხრივ სამუშაო ჯგუფების შექმნას და პროცესის მაქსიმალურად გააქტიურებას.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“გთავაზობთ ერთიანობის მიღწევის ალტერნატიულ გზას…” – მერაბ მეტრეველი

მერაბ მეტრეველის "შავი პოლიტ-იუმორი": "რადგან ყველა ოპოზიციის ერთიანობას მისტირის და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...