კვირა, მაისი 19, 2024

“უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს უკრაინასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საქართველო გატარებული რეფორმებითა და ღონისძიებებით ყოველთვის უსწრებდა უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო კანდიდატობაზე უარში დაინტერესებული იყო კონკრეტული ქვეყანა:

,,ვიცი, რომ შარშან, უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.

ჩვენ არ ჩამოვრჩით კი არა, დღესაც, გუშინაც, ხვალაც – ყოველთვის ვიქნებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ.

მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, სამწუხაროდ, მათ მიერ მოსყიდული კორუმპირებული, ზოგიერთი ყოფილი პოლიტიკოსი, მათ შორის, ევროპელებიც. ცნობილი გვარებია, აღარ გავიმეორებ, ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს ეს ადამიანები. ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს, ისინი ჩართულნი არიან ამ კორუფციულ კამპანიაში. ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია.

მთავარი ორგანო, რომელმაც დააადგინა ჩვენი ხელისუფლების, სახელწმიფოს სიმართლე, ეს არის სტრასბურგის სასამართლო და არა სააკაშვილის მიერ კორუმპირებული, მოსყიდული ესა თუ ის ევროპარლამენტარი, უკრაინის რადას წევრი თუ ნებისმიერ სხვა – ვინც არ უნდა იყოს.

როცა დრო გაქვს და ერთ-ერთ ,,ლუზერ“ სიმულიანტზე აკეთებ კომენტარებს, გინდა, რომ ამით რაღაცა დღის წესრიგი შექმნა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ისმის. კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს და მტკიცებულებებს, რომელიც მანამდე ისედაც გვქონდა. ეს არის მთელი ფილოსოფია’’, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული