ორშაბათი, მაისი 12, 2025
23 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საჭიროა არა რაღაც რიგითი ცენტრი, არამედ გამარჯვების და...

“საჭიროა არა რაღაც რიგითი ცენტრი, არამედ გამარჯვების და რეალური ცვლილებების ძლიერი პლატფორმა” – პაატა მანჯგალძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი, პაატა მანჯგალაძე ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ რეალობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პოლიტიკური გაერთიანება უნდა გახდეს ხალხისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარების წინაპირობა:

დიახ, ოპოზიციას ბევრი გვაქვს სამუშაო. ჩვენ, პოლიტიკოსებს ხშირად გვაქვს ფუჭი განცდა, რომ რაღაც უფრო დიდ იდეალებს ვემსახურებით ვიდრე ადამიანების ყოველდღიური ტკივილი და ყოფითი საზრუნავია.

ვფიქრობ, ეს არის იმედგაცრუების, ნიჰილიზმის მიზეზი და ამიტომ დაშორდა ადამიანი პოლიტიკას და პოლიტიკა ადამიანს.

ხშირად ვსაუბრობთ სოციალურად დაუცველთა მძიმე სტატისტიკაზე, ბავშვთა შიმშილის გაზრდილ მაჩვენებლებზე, რაც ერის ტრაგედიაა ნამდვილად.

ასევე, საყურადღებოა ისეთი ფაქტორები, როგორიც არის შიმშილი და საფრთხის განცდა, რა გავლენას ახდენს თავისუფალ არჩევანზე და უფრო მეტიც დემოკრატიასა და პურს შორის არჩევანზე.

რატომ გვგონია, რომ თუ ერთ მხარეს დევს დემოკრატია და მეორე მხარეს კარტოფილით სავსე ტომარა, სიღარიბით დამძიმებულ ადამიანთა უმრავლესობა დემოკრატიას ან სამართლიან სასამართლოს და სიტყვის თავისუფლებას აირჩევს?!

საფიქრალი და სამუშაო ბევრია. ავტოკრატიის პირობებში დემოკრატიას ბევრი დილემა აქვს მაგრამ სწორედ ამიტომ მჯერა, რომ “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ნაციონალური მოძრაობის” თანამშრომლობა და ზოგადად ოპოზიციის გამსხვილება შექნის იმ ახალ მოცემულობას, სადაც მოქალაქისთვის, როგორც ღირებულებითი, ისე ყოფითი საკითხების მოგვარება უფრო რეალური და დამაჯერებელი გახდება.

ხელისუფლებას ხალხის ძარცვა და ქონების დაგროვება აინტერესებს და ამ გზაზე მზად არიან რუსულ ჭაობად აქციონ ქვეყანა, ეს ფატია.

ამიტომ საჭიროა არა რაღაც რიგითი ცენტრი არამედ გამარჯვების და რეალური ცვლილებების ძლიერი პლატფორმა, სადაც მთავარი იქნება მოქალაქე და მისი პრობლემების მოგვარება, რისი უმოკლესი გზა მხოლოდ ევროპაშია და არა რუსულ ჭაობში, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს”, – პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყოველთვის ვიყავი მისი გულშემატკივარი და ეს იმ დროიდან, როცა ჯერ არავინ იცოდა და იცნობდა”...

ირაკლი კობახიძის არჩევას "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

“სიღატაკე და შეზღუდული აზროვნება რეჟიმის მთავარი მოკავშირეა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, კონკრეტული ფაქტის გახსენებით,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...