spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, ამქვეყნად ყველაფერი ან პრორუსულია ან...

“ლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, ამქვეყნად ყველაფერი ან პრორუსულია ან პროდასავლური. მათ ლექსიკონში ქართულისთვის სივრცე საერთოდ არ რჩება” – მოძრაობა “ხალხის ძალა”

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს:

ორიოდე თვის წინ დასრულდა დონალდ ტრამპის რამდენიმეწლიანი დავა ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან, საიდანაც გაირკვა, რომ რუსეთთან ტრამპის არალეგალური კავშირების შესახებ პოლიტიკური და იურიდიული ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული. აქედან ჩანს, რომ რუსეთთან კავშირის დაბრალება ლიბერალების საყვარელი იარაღია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში.

საქართველოში რუსული ფაქტორით მანიპულირება კიდევ უფრო იოლია იმ პირობებში, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. შესაბამისად, ყველაფერს, რაც საქართველოს ხელისუფლებას და მის საქმიანობას უკავშირდება, ქართველი ლიბერალები – ნაციონალები და მათი პატრონები უაპელაციოდ პრორუსულს და რუსულს არქმევენ.

მათი გადმოსახედიდან, რუსულია ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებს ემსახურება: რუსულია, როდესაც ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში მშვიდობას უფრთხილდება; რუსულია ბიძინა ივანიშვილი და მისი უპრეცედენტო, 3-მილიარდიანი ქველმოქმედება, რომლითაც უამრავი ქართული საქმე გაკეთდა; რუსულია მართლმადიდებელი ეკლესია და საპატრიარქო, თავად პატრიარქიც, რომელიც 45 წელია საქართველოს ემსახურება; რუსულია ერეკლე მეორე, დავით აღმაშენებელი, ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი; რუსულია იმის მტკიცება, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ოჯახური კავშირია; რუსული დეზინფორმაციაა ნებისმიერი სიმართლე, რომელიც საქართველოს ინტერესებს გამოხატავს; რუსულია ქართული კანონი, რომელიც ამერიკული კანონის შერბილებული ვერსიაა, მეტიც, რუსულია თვით ამერიკული კანონის სიტყვასიტყვითი თარგმანიც; რუსულია, რომ ხელისუფლებამ რუსეთს სანქციები არ დაუწესა და ამით ქართული ეკონომიკა არ გაანადგურა; რუსულია საქართველოს ელჩი უკრაინაში, რომელსაც რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დღიდან კიევი არცერთი წამით არ დაუტოვებია; რუსულია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც, თუ ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდება; რუსულია, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის ომის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა იყო, მაგრამ თუ იმავეს ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, ეს უკვე დასავლურია; ისიც კი რუსულია, რომ 2008 წლისგან განსხვავებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება რუსულ ტანკებს საქართველოში არ შემოუძღვა.

არარუსული და მედასავლეთე მხოლოდ უცხოური აგენტურაა, რომელიც გლობალური ომის პარტიის დაკვეთით ჯერ ხელისუფლების რიგებიდან ადამიანებს აწამებდა, აპატიმრებდა და ბიზნესებს ართმევდა, ტელევიზიებს იტაცებდა და 2008 წელს რუსულ ტანკებს საქართველოში შემოუძღვა, ხოლო ახლა ოპოზიციის რიგებიდან ცდილობს ქვეყანა არიოს და საქართველოში მეორე ფრონტი გააჩაღოს.

ლიბერალების ლექსიკონის მიხედვით, ამქვეყნად ყველაფერი ან პრორუსულია ან პროდასავლური. მათ ლექსიკონში ქართულისთვის სივრცე საერთოდ არ რჩება. უსამშობლო ე.წ. ლიბერალებს შესაძლოა მართლა ვერ წარმოუდგენიათ, რომ ადამიანს სამშობლოზე გული შეიძლება შესტკიოდეს და გადაწყვეტილებებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების კარნახით იღებდეს.

ყველაფერი ქართულისთვის რუსულის დარქმევა ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი მარტივი მანიპულაციაა. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ყველაფრის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღებაა, რაც აუცილებლად ქვეყანაში რუსული ტანკების შემოსვლით დასრულდება. ყველაზე შემაშფოთებელი კი ისაა, რომ ამ კამპანიას ე.წ. ლიბერალები დასავლეთის სახელით და ხშირად დასავლური დაფინანსებით აწარმოებენ,“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“ისე რა კარგი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა ირაკლი კობახიძის განცხადება აქაურ აგენტურაზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმიანება ანალიტიკოსი...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!” – იაგო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...