შაბათი, მაისი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"1 კილო მოუმატია, კი ბატონო, ეს თუ რამეს...

“1 კილო მოუმატია, კი ბატონო, ეს თუ რამეს ნიშნავს ამ სიმაღლე ადამიანისთვის, რავიცი, რა გითხრათ?!” – გიული ალასანია

პოლონელი ექიმები საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან კლინიკა ,,ვივამედში” შევიდნენ. პარალელურად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთმელიძის მხრიდან გაკეთდა კონკრეტული შეფასებები. აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია:

,,გამოირკვა, რომ ის ექიმები ისევ დასაბრუნებლები არიან. ამიტომ მე ისევ გამომისტუმრეს და იმედია, რომ ახლა ისინი შევლენ.

რაც შეეხება ჯანმრთელობას და მის მშვენივრად ყოფნას – მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიზიარებ იმიტომ, რომ ჯერ მარტო გუშინდელი დღე იყო ისეთი, ადამიანი მთელი დღე გადაკიდებული იყო ტაშტზე და მთელი დღის განმავლობაში არაფერი მიუღია.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: – წონაში მატება დაიწყოო, ურთმელიძე აცხადებს.

1 კილო მოუმატია, კი ბატონო, ეს თუ რამეს ნიშნავს ამ სიმაღლე ადამიანისთვის, რავიცი, რა გითხრათ?!

ეს ექიმებიც, ალბათ, თავის დასკვნას დაწერენ. ჩემი აზრით, ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან ადრეა ლაპარაკი, მაგრამ ექიმები ესენი არიან, უნდა ვენდოთ”, – განაცხადა გიული ალასანიამ

ინფორმაციისთვის: სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მალხაზ ურთმელიძე კლინიკა ,,ვივამედთან” ჟურნალისტებს შეკითხვებს პასუხობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით:

,,უკეთესად არის გაცილებით.

[ჟურნალისტის შეკითხვა]: კვლავ იკლებს წონაში? – მატულობს ბატონო, მატულობს.

როცა ჭამს, საკვებს იღებს ნორმალურად – მატულობს და არის ხოლმე კარგად. თუ არ შეჭამს, ხდება ცუდად.

[ტვ პირველის ჟურნალისტის ჩაკითხვა]: მალე აბრუნებთ ციხეში?

კარგად რომ იქნება წავიყვანთ, აბა რას ვიზამთ?!”, – განაცხადა მალხაზ ურთმელიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...