შაბათი, მაისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მივიღეთ პროკურატურა, რომელიც არის უკონტროლო" - ლონდა თოლორაია

“მივიღეთ პროკურატურა, რომელიც არის უკონტროლო” – ლონდა თოლორაია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, გოგა რაზმაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს – ,,მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გავიარე ყველა ეტაპი და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამართალი ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე საჯაროდ ვისაუბრო სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ჩემს მიმართ გამოვლენილ ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე. მიმაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში საჯაროობა არის თავის დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა და დეპარტამენტის გადარჩენის ერთადერთი შანსი”.

თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია:

,,ერთადერთი ორგანო, რომლის წინაშეც გენერალური პროკურორი ამ წლების განმავლობაში, ისიც კანონის დარღვევით, წარადგენდა თავის საქმიანობის ანგარიშებს, ეს იყო საპროკურორო საბჭო.

საპროკურორო საბჭო დაკომპლექტებულია ისეთი ადამიანებით, სადაც არ ისმის არავითარი კრიტიკული მოსაზრება, განსხვავებული აზრი. ეს საბჭოს სხდომებიც, თითქმის ყოველთვის, მიმდინარეობს რაღაცა ოვაციების ფონზე.

შესაბამისად, მივიღეთ პროკურატურა, რომელიც არის უკონტროლო, ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე და ასეთი ტიპის პროკურატურები, ზოგადად, არის ძალიან საშიში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, ყველა სახელმწიფო უწყებისთვის, მათ შორის, სასამართლო კორპუსისთვისაც”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

“აი ხომ გგონია, რომ ოკუპაცია ამ ღობესთან მთავრდება?…” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...