spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"წინსვლა არ აქვს არც საქართველოს, არც უკრაინას" -...

“წინსვლა არ აქვს არც საქართველოს, არც უკრაინას” – ირაკლი კობახიძე NATO-ს სამიტთან დაკავშირებით

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვილნიუსში გამართული NATO-ს სამიტის მიმდინარეობას აფასებს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კვლავ არ კონკრეტდება საქართველო და უკრაინა როდის და როგორ გაწევრიანდება ჩრდილოატლანტიკურ კავშირში:

,,სტატუს-კვო არ შეცვლილა, როგორც გუშინ არ იცოდა არავინ კონკრეტულად როდის და როგორ გახდებიან საქართველო და უკრაინა NATO-ს წევრები, ანალოგიური ვითარებაა გუშინდელი კომუნიკეს შემდეგაც.

ანუ სტატუს-კვო შენარჩუნდა. ძალაში რჩება არსებითად ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება NATO-ს წევრი.

თუმცა, ამის მიღმა გუშინ არ იყო არავითარი კონკრეტიკა, რაც გასაგებიც არის. პირდაპირ აისახა დამოკიდებულება ამ დოკუმენტში, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით NATO-ს აქვს პრაგმატული პოლიტიკა.

წინსვლა არ აქვს არც საქართველოს, არც უკრაინას. შესაბამისად, ჩვენ წისვლაზე არ გვაქვს საუბარი.

მთავარი პრობლემა რა არის – როდის და როგორ? ამაზე პასუხი არ არსებობს. როგორც არ არსებობდა გუშინდლამდე, ასევე, არ არსებობს გუშინდელის შემდეგაც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!” – იაგო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას” – კახა კალაძე

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...