spot_img
მთავარიდაპირისპირება"ქრისტეს სახელით ჩადენილი ძალადობა თავად არის უდიდესი ბოროტება...

“ქრისტეს სახელით ჩადენილი ძალადობა თავად არის უდიდესი ბოროტება მართალსარწმუნოებისა და ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ” – სტრატეგია აღმაშენებელი

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” ბოლო პერიოდში გახშირებული თავდასხმების ფაქტებს, მათ შორის, დღევანდელ დაპირისპირებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოველივე მომხდარი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა:

სამწუხაროდ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული ძალადობა, რაც კიდევ ერთი უტყუარი დამამტკიცებელი საბუთია, რომ ხელისუფლება რუსული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას რადგან მსგავსი ქმედებები და გამოგონილ საფრთხეებთან ბრძოლა სწორედაც რომ რუსული ხელწერის ზუსტი ასლია.

უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ ყოველდღე უფრო და უფრო დაგვაახლოვონ და დაგვამსგავსონ რუსეთს.

“სტრატეგია აღმაშენებელი” გმობს ყოველგვარ ძალადობას და მიაჩნია, რომ ხელისუფლების უპირველესი ვალდებულება თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და უსაფრთხოების დაცვაა რასაც სამწუხაროდ არათუ არ აკეთებს “ქართული ოცნება” არამედ თავად არის მოძალადე.

სწორედ ამიტომ, საერთო ძალებით რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ რუსული ხელისუფლება საქართველოში და დავუბრუნდეთ ევროპულ კურსს, სადაც ყველა მოქალაქის უფლება და უსაფრთხოება იქნება კანონით გათვალისწინებული და დაცული.

ქრისტეს სახელით ჩადენილი ძალადობა თავად არის უდიდესი ბოროტება მართალსარწმუნოებისა და ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ.

არა ძალადობას!

ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხოდა ეგებ აქედან იწყება ყველაფერი და მერე მოდის დანარჩენი – სხვისი შვილის დაწყევლიდან დაკიდებამდე”...

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“დამიჯერე… ეს ისტორია ჩვენს შორის ჯერ არ დასრულებულა, ჩვენ გვექნება რევანში” – ილია თოფურია...

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მეტოქეს, ჯასტინ გეიჯის გამარჯვებას...

“კუდაბზეკილ ევრობიუროკრატიას საკუთარი თავი კეთილსინდისიერების ეტალონად მიაჩნია” – ზაალ ანჯაფარიძე

ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ კონკრეტულ მოსაზრებებს გამოთქვამს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ჩვენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...