spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უკრაინა იმსახურებს NATO-ს წევრობას!" - რეჯერ თაიფ ერდოღანი

“უკრაინა იმსახურებს NATO-ს წევრობას!” – რეჯერ თაიფ ერდოღანი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. როგორც განაცხადეს, შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იყო უკრაინის NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარება:

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სივრცე:

,,რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად დეტალურად განვიხილეთ ვითარება შავი ზღვის რეგიონში და მთლიანად ევროპაში. ჩვენ ვიზიარებთ ხედვას, რომ არავის აქვს უფლება შავი ზღვის რეგიონში სახელმწიფოებსა და ერებს დააკისროს ისეთი რამ, რაც არ შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოებისა და ერების ინტერესებს.

შავი ზღვა უნდა იყოს უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის სივრცე და არა ომის, კრიზისის ან ე.წ. გაყინული კონფლიქტის, რომელიც ნებისმიერ დროს შესაძლოა განახლდეს.

შევეხეთ ასევე NATO-ს ფარგლებში ჩვენი თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს, განსაკუთრებით ვილნიუსის სამიტის მზადებასთან დაკავშირებით. საუბრისას მე წამოვწიე უკრაინის NATO-ში მიწვევის საკითხი. სასიამოვნო იყო პრეზიდენტის სიტყვების მოსმენა, რომ უკრაინა იმსახურებს გახდეს NATO-ს წევრი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პოზიცია დააფიქსირა თურქეთის პრეზიდენტმაც:

,,უკრაინა იმსახურებს NATO-ს წევრობას! მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ის, რასაც ყოველთვის მტკიცედ ვიცავდი – სამართლიანი მშვიდობით არავინ აგებს.

მხარეებს შორის არსებული უთანხმოების მიუხედავად, ჩვენი ყველაზე გულწრფელი სურვილია, დავუბრუნდეთ სამშვიდობო ძალისხმევას. ყველანაირ მხარდაჭერას გავუწევთ, რომ უკრაინა კვლავ ფეხზე დადგეს”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ამიტომაა ხელისუფლებისგან ეპითეტები საფრთხილო საქმე, მოწინააღმდეგეებს ლანძღავს და საკუთარი თავი უარესის როლში გამოსდით” –...

კონკრეტულ მიგნებაზე აკეთებს მინიშნებას პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...