spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჯერ ფასეულობა გაიაზრე, მერე "დაიცავი", მაგრამ ფასეულობას რად...

“ჯერ ფასეულობა გაიაზრე, მერე “დაიცავი”, მაგრამ ფასეულობას რად უნდა დაცვა, რადგან ფასეულობაა და უკვე ამითაა დაცული” – არჩილ გამზარდია

მძიმე ქართული რეალობა ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას შეფასებებში:

კარგი, ოჯახს, როგორც ფასეულობას უფრთხილდები, კი, ბატონო, მაგრამ…

როგორ უფრთხილდები ოჯახს და მით უფრო “ოჯახის სიწმინდეს”, როდესაც:

× ბო@შვილი ვიყო და ჩემი დედა მოვ@@ნ-ით ლაპარაკობ;
× შენი გაზრდით გაწამებულ დედას ლუდომანიით შეპყრობილი ძლივს დაგროვებულ ქონებას აყიდვინებ და კიდევ უღრიალებ, წადი და ფული მიშოვეო;
× ემიგრაციაში წასული დედის წამებით ნაშოვნი ფულით ფეხიფეხ გადადებული ანიავებ და მეტს სთხოვ;
× ცოლზე ძალადობ, ყოფილ ცოლს ჰკლავ, ცოლს საკუთრებად და ნივთად თვლი და გასართობი სათამაშოსავით უყურებ;
× ცოლს ღალატობ, მერე ძმაკაცებში “მარიაჟობ”, მაგარი “ნაშა” ავაგდეო;
× ცოლის მოყვანამდე “ბოზებში” მიდიხარ, ათას დაავადებას იკიდებ, ცოლს გადასცემ, მერე ის შვილს ვერ აჩენს, რადგან უმეცარი და უზნეო ქმარი შეხვდა და რეპროდუქტიულ პრობლემებს ცოლს აბრალებ;
× შვილზეც ძალადობ, საკუთარი თავის აღმოჩენისა და გამოხატვის უფლებას არ აძლევ, შენი შიშის ტყვეობაში გყავს.

ოჯახს ვიცავო, იძახი, თან ასე ცხოვრობ ან ვინც ასე ცხოვრობს, ლამის ეროვნულ იდენტობად უთვლი… კი, მაგრამ… როგორ?… როგორ იცავ ოჯახს, როგორც სიწმინდეს, თუ ყოველ წამში ანგრევ მას, “ჰომიკის” ცემით “იცავ”? გასწავლიან, მათ თუ გაანადგურებ, ზნეობრივი იქნები და ცხონდებიო?…

ჯერ ფასეულობა გაიაზრე, მერე “დაიცავი”, მაგრამ ფასეულობას რად უნდა დაცვა, რადგან ფასეულობაა და უკვე ამითაა დაცული.

ნუ ფარისევლობ, ღმერთი ფარისევლებს არ აცხონებს, არამედ მათ, ვინც საკუთარ თავს სხვებზე ცოდვილად მიიჩნევს და მეზვერის მსგავსად იძახის “უფალო, შემიწყალე მე ცოდვილსა ამასო“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“მანამდე გაუშვებენ 3-დღიან თუ 10-დღიან პატიმრობაში, ვიდრე კანონის პატივისცემას არ ისწავლიან” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებებს კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ტროტუარზე...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...