spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ "პრაიდის" ღონისძიების ორგანიზატორები და...

“ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ “პრაიდის” ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან” – ალექსანდრე დარახველიძე

დღეს, ,,პრაიდის ფესტივალის” ღონისძიება მიმდინარეობდა, სადაც კონტრაქციის მონაწილეებმა მთლიანი ტერიტორია დაიკავე, პოლიციის კორდონები გაარღვიეს და სიტუაცია გამწვავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი და განმარტებები გააკეთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ:

,,დილიდან, შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყო მობილიზებული. აქ იყო შესაბამისი დანაყოფი, როგორიც არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილის პოლიცია, საპატრულო პოლიცია – ყველა ის დანაყოფი, რომელსაც ჰქონდა უფლება-მოსილება, რომ განეხორციელებინა თავისი მანდატი.

თუმცა, თქვენ კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, ჩვენ გვქონდა შესაბამისი კორდონები გაკეთებული გზებზე.

ეს იყო გაშლილი ტერიტორია. აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ პოლიციის კორდონები. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ,,პრაიდის” ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან. არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ.

ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს იმისათვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...