შაბათი, ივლისი 5, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"პრეზიდენტ სააკაშვილთან და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ვაპირებთ, ამ...

“პრეზიდენტ სააკაშვილთან და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ვაპირებთ, ამ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ” – ლევან ხაბეიშვილი

დღეს, საგარეჯოში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ, რასაც მოქალაქეების გარკვეული ჯგუფისგან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. თემასთან დაკავშირებით მწვავე და კრიტიკული განცხადება გააკეთა პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა:

,,ამ ქვებს, დღეს, პენსიონერებს, ვინ ესროდა? ვინ იყვნენ? მერე უნდა წარმოაჩინონ, რომ ,,აი, ხალხი”… რა ხალხი?! ესენი არიან ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული ,,ტიტუშკები”.

თქვენ ნახეთ, რომ იქ იყო ფიზიკური ანგარიშსწორება. ჩვენ არაფრის არ გვეშინია!

მოვუწოდებ საზოგადოებას, კარგად დაფიქრდნენ, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არ გვაცდიან მოქალაქეებთან, პენსიონერებთან, ახალგაზრდებთან შეხვედრას. ეს ხალხი გადასულია ძალადობაზე. ეს არის ბოლო ჟამი! ეს ბოლო ჟამი დადგა მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში.

დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან და ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ვაპირებთ, ამ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ, ცხადია, პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...