spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიპოლიტიკური გაერთიანება "სტრატეგია აღმაშენებელი" "ფორმულას" დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე...

პოლიტიკური გაერთიანება “სტრატეგია აღმაშენებელი” “ფორმულას” დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა „სუსის“ მიერ არის ორგანიზებული და ამას არაერთი ფაქტი ადასტურებს. პოლიტიკური ორგანიზაციის განმარტებით, ხელისუფლებას არათუ ზრუნავს საქართველოს ევროპულ მომავალზე, არამედ „სკამების“ შენარჩუნებისთვის იბრძვის:

მაღალი სტანდარტის მტკიცებულების დონეზე დადასტურდა, რომ ტელეკომპანია “ფორმულას” დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმა ორგანიზებულია სუს-ის ანუ ხელისუფლების მიერ და მასში უშუალოდ სუს-ის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

ეს უტყუარად დასტურდება ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ დღეს გავრცელებული კადრებით.

მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, ხელისუფლებას არ აინტერესებს ევროპული, მშვიდობიანი საქართველო, მოქალაქე და მისი პრობლემები.

მთელი რესურსი გადართული აქვს ძალადობით სკამის შენარჩუნების ამოცანაზე.

სწორედ ამიტომ აუცილებელია ყველა ძალადობაზე მყისიერი რეაგირება და “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან ჩამოშორება, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ყველა უბედურების, მოქალაქის ყველა პრობლემის, სათავე არის მოძალადე ხელისუფლება.

ჩვენი მხარდაჭერა მიშა მშვილდაძეს!
არა ძალადობას!
არა “ქართულ ოცნებას”!“, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რუსთაველის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას...

„დედაქალაქის მთავარი გამზირი სრულად რეაბილიტირდება და თანამედროვე, უსაფრთხო და...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...