spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა იმ...

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა იმ მიზნით, რომ სასჯელისგან გათავისუფლებულიყო

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვეოდა:

სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტულ დანაშაულებზე აქვს მისჯილი პატიმრობა. როგორც იცით, მან გაასაჩივრა და საკითხი სტრასბურგში წარადგინა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სტრასბურგმა რა მოიწერა ესეც კარგად ვიცით. შესაბამისად, ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი.

ის, რასაც სააკაშვილი ცდილობდა, საქართველოს წინააღმდეგ პიარ კამპანია იყო. ეს იყო მცდელობა, მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თითქოს საქართველოში ადამიანის უფლებები, პატიმრის უფლებები ირღვეოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა:

ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა. ესეც პიარ სტრატეგიის ნაწილი იყო. რეალურად არაფერი ხდება. მთავარია ამ ადამიანმა მიიღოს შესაბამისი კალორიები. მიხეილ სააკაშვილი სასჯელს კლინიკაში იხდის, რადგან წამოწყებული იყო კამპანია მისი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში თვითდაზიანების რეჟიმში იყო იმ მიზნით, რომ ის სასჯელისგან გათავისუფლებულიყო.

გამოდიოდნენ კონკრეტული ექიმები, პოლიტიკოსები და ამბობდნენ, თითქოს ის ხელისუფლებამ მოწამლა. გამოვიდნენ ახლა და საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ სიცრუისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" XIII...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...