spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2020 წელს "გარეჯი საქართველოას" პროპაგანდისტული და ამორალურად ცრუ...

“2020 წელს “გარეჯი საქართველოას” პროპაგანდისტული და ამორალურად ცრუ მეტანარატივით შეძლო ქართულმა ოცნებამ ძალაუფლების დაჭერა, ახლა იგივე სურთ LGBT თემის დემონიზების ნიადაგზე” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი კონკრეტულ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლების პროპაგანდის შესახებ შეფასება-განმარტებებს აკეთებს:

რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს უკრაინა (და ცივილიზებული მსოფლიო) ფრონტზე და დასუსტდება რუსეთი, მით უფრო შემცირდება ხელისუფლების პროპაგანდა ე.წ. „მეორე ფრონტის“ და „ომის გარდაუვალობის“ შესახებ – აქტიური დასავლური ორიენტაციის საპასუხოდ.

შესაბამისად, დადგება (პრინციპში, უკვე დადგა!) „აბა ომი გინდათ?“ პროპაგანდისტული და შიგნიდან გამოფიტული ეროვნული მეტანარატივის ჩანაცვლების დრო. ასეთი „დიდი ბუები“ ხელისუფლებას სასიცოცხლოდ სჭირდება, რათა სოციალური და ეკონომიკური პრობლემებიდან და ევროინტეგრაციის კონსტიტუციური ვალდებულებიდან ყურადღება გადაიტანოს ეროვნული იდენტობის ფსევდო-საფრთხეებზე და, ამ გზით, კვლავ შეინარჩუნოს ძალაუდლება.

რა იქნება ასეთი ჩამნაცვლებელი მეტანარატივი? უკვე აშკარად ჩანს, რომ ეს იქნება LGBT გამოცდილების დემონიზება, თითქოს ეს გამოცდილება წალეკვით ემუქრება საქართველოს აწმყოს და, რაც მთავარია, მომავალს. „გლობალური ომის პარტიის“ მსგავსად, შეიქმნება მითი „გლობალური LGBT ერთობის“ შესახებ, რომელსაც მიზანში აქვს საქართველოს გაქრობა. ამის მკაფიო ნიშნები უკვე სახეზეა – შარლ პეროს გადმოქართულებული ზღაპრის ეროვნულ უბედურებად დასახვის წარმოუდგენელი აბსურდი ამაზე მეტყველებს.

2020 წელს „გარეჯი საქართველოას“ პროპაგანდისტული და ამორალურად ცრუ მეტანარატივით შეძლო ქართულმა ოცნებამ ძალაუფლების დაჭერა, ახლა იგივე სურთ LGBT თემის დემონიზების ნიადაგზე.

ცალკე ამბავია, გამოუვა თუ არა ეს ხელისუფლებას ისეთივე წარმატებით, რაც ყველა დანარჩენი. მოკლედ ვიტყვი: იმდენად შეუთავსებელია ერთმანეთთან ევროინტეგრაცია და „გლობალური LGBT ერთობის“ კულტივირება, რომ საქართველო აუცილებლად დარჩება ევროინტეგრაციის გაღმა ნაპირზე. ხოლო ეს, დიდი ალბათობით, გადაიყოლებს ხელისუფლებას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე იაგო კაჭკაჭიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!” – იაგო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...