spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გვარამია იყო ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პოლარიზატორი, ვინც...

“გვარამია იყო ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პოლარიზატორი, ვინც აღვივებდა პოლარიზაციას” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებს პოლარიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი გამღვივებელი ,,მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია იყო. მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, გვარამიას გათავისუფლება გულისხმობს პოლარიზაციის გაზრდის რისკებს:

,,გვარამია იყო ამ ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პოლარიზატორი, ვინც აღვივებდა პოლარიზაციას. გახსოვთ მისი ბილწსიტყვაობა პირდაპირ ეთერში, ათასი უბედურება, რასაც ის ლაპარაკობდა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილზე და ა.შ.

ეს ადამიანი, რომელიც იყო პოლარიზაციის მთავარი გამღვივებელი ქვეყანაში, როცა გამოდის გარეთ, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ რისკები მისი მხრიდან პოლარიზაციის გაღვივების კუთხით იზრდება.

მე არ მაქვს, მაინც და მაინც, დიდი წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ გვარამიას რაღაცა განსაკუთრებული ძვრების გამოწვევა შეუძლია პოლიტიკაში, მაგრამ თავის პატარა წვლილს, ბუნებრივია, პოლარიზაციის გაღვივებაში შეიტანს.

ასეთ პირობებში, როდესაც პრეზიდენტს შეფასება არც კი გაუკეთებია გვარამიას დანაშაულთან დაკავშირებით და იწყალებს მას, ეს თავისთავად, უკვე ნიშნავს პოლარიზაციის მხარდაჭერას.

ერთადერთი წელი, როცა ის არ ბილწსიტყვაობდა იყო, როცა ციხეში იჯდა. დანარჩენი სულ ბილწსიტყვაობდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

5 აგვისტოს გაიმართება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მორიგი, XIII ყრილობა – პარტიის განცხადება-ანონსი

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარიის ყრილობის თარიღი დაასახელა: საზოგადოების მაღალი ინტერესიდან...

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...