spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბოლო წვეთი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძეს მოუწოდა, რომ...

“ბოლო წვეთი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძეს მოუწოდა, რომ ანი წითლიძის წინააღმდეგ ძალადობა გამოეყენებინა” – ბაია პატარაია ნინო წილოსანზე

,,საფარის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბაია პატარაია განმარტებებს აკეთებს, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ,,ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციიდან გადაყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით:

,,ბოლო პერიოდში ძალიან მკვეთრად გამოჩნდა, რომ ნინო წილოსანი პარტიულ ინტერესებს ყოველთვის უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე თანასწორობაა და რასაც თანამდებობრივად უნდა აკეთებდეს.

ბოლო წვეთი იყო, როდესაც მამუკა მდინარაძეს მოუწოდა, რომ ანი წითლიძის წინააღმდეგ გამოეყენებინა ძალადობა და შეესრულებინა მუქარა ფიზიკური ძალადობის.

ქალი, რომლისთვისაც ფიზიკური ძალადობა კი არ არის წითელი ხაზი, არამედ კრიტიკაა პრორუსულობასთან დაკავშირებით, ცხადია, არ უნდა იკავებდეს ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობას, როგორიც არის გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

ინფორმაციისთვის: აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარში შეფასება-განმარტებები გააკეთა ნინო წილოსანმა:

,,მაშინ, როდესაც ევროკომისიამ 12 რეკომენდაციის ფარგლებში, 3 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სრულად შესრულებული გენდერული თანასწორობის რეკომენდაცია შეაფასა, არ არის გასაკვირი, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც არ გულშემატკივრობენ ამ პროცესებს მოითხოვენ ჩემი, როგორც საბჭოს ხელმძღვანელის გადადგომას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“ყოველი ახალი წელი ამ ომში უკრაინას უფრო გამოცდილს, ძლიერს და ტექნოლოგიურს ხდის, ხოლო რუსეთს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის...

“პირადი ხასიათის კონფლიქტები შეგნებულად თუ შეუგნებლად არის დიქტატორის დაკვეთის შესრულება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წავლენ ყველანი ციხეში ამ საქმის ორგანიზატორები!” – რომან გოცირიძე

რუსეთის კონკრეტულ კომპანიასთან მოსალოდნელ არასასურველ ბიზნესგარიგებაზე აკეთებს მინიშნებას პარლამენტის...

“როდესაც შიშმა აღარ იმუშავა: სომხეთის არჩევნების მთავარი გაკვეთილი” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

7 ივნისს სომხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ ქვეყნის შიდა...

“პირადი ხასიათის კონფლიქტები შეგნებულად თუ შეუგნებლად არის დიქტატორის დაკვეთის შესრულება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...