spot_img
მთავარიკანონი და სამართალიცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის...

ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილული „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილება მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მხარი დაუჭირა. მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო. პროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 სთ-მდე, შინაპატიმრობის ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით – ორ წლამდე.

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით – ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთიდან სამ წლამდე.

პროექტის თანახმად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ასევე მკაცრდება ისეთი ქმედების ჩადენისთვის, როგორიცაა სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. კერძოდ, აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 100-დან 180 საათამდე ან გამოსასწორებელი სამუშაოთი – ერთ წლამდე ვადით, ან შინაპატიმრობით – ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან ხუთ წლამდე.

აგრეთვე იცვლება სისხლის სამართლის კოდექსში გამოყენებული ტერმინი „მოკლე ლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი“ ტერმინით „მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი“.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...