შაბათი, აპრილი 19, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიშეზღუდვები გზებზეზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია -...

ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია – საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს თბილისსა და დასავლეთ საქართველოს შორის მატარებლების მოძრაობის შეჩერებასთან დაკავშირებით:

ძვირფასო მგზავრებო, დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა.

ორივე მიმართულებით მოძრაობა გაჩერებულია. კერძოდ, შეჩერებულია ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები.

საქართველოს რკინიგზამ სამუშაო ძალის მაქსიმალური მობილიზება განახორციელა და მიმდინარეობს გაწმენდა/აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე ზუსტი პროგნოზის გაკეთება მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით შეუძლებელია.

დროის მოკლე მონაკვეთებში განვაახლებთ ინფორმაციას,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

UPD (30.06.2023 00:16) საქართველოს რკინიგზა დამატებით კონკრეტულ განმარტებებსაც აკეთებს:

ბათუმი-თბილისისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დაიძრნენ. უამინდობის გამო, შესაძლოა შეფერხება იყოს გზის სხვა მონაკვეთებზეც.

დამატებით გაწვდით ინფორმაციას, რომ წიფას მოლითის გადასარბენზე იგივე მდგომარეობა იყო. ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. კომპანიის თანამშრომლები სრულად მობილიზებულები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ შეფერხებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო გამოწვეული, მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ მგზავრობის საფასური“, – აღნიშნულია განცხადებაში.

UPD (30.06.2023 12:01): საქართველოს რკინიგზაზე მოძრაობა სრულად აღდგენილია

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...