პარასკევი, ივლისი 11, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ჯერ კიდევ უკრაინის საბოლოო გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა...

“მე ჯერ კიდევ უკრაინის საბოლოო გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა მისაღები და შემდეგ სოხუმში ვაპირებ პიაცის აშენებას” – მიხეილ სააკაშვილი

კლინიკა “ვივამედიდან” მორიგ მიმართვას ავრცელებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან ერთად, რეგიონში შექმნილი რეალობის პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:

მეგობრებო, რუსეთში არეულობის და ძალადობის ბოლოჟამის ხანა დაიწყო და საქართველო, რომელიც ივანიშვილმა მეტწილად რუსეთის კლანად აქცია, ზუსტად ამ გზას დაადგა.

საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე. ის რაც გუშინ იხილეთ მხოლოდ დასაწყისია.ახლა მთავარია არ შეგვეშინდეს!

მე ხომ არ შემეშინდა აქ ჩამოსვლა. თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ შეიძლება მოვეკალი. ნურც თქვენ შეგეშინდებათ სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა უნდა ისწავლონ თავის დაცვა!

რა დროს საარჩევნო სიებში ადგილების გაყოფაა – ძალიან მიკვირს ამას რომ ვუყურებ.
წინ რუსეთის და უკრაინის მოვლენების პარალელურად (განსაკუთრებით უკრაინის წარმატების პარალელურად), უმძიმესი პერიოდი გველოდება, რომლის გასავლელად კონსოლიდაცია და ახალი ელემენტების შემოტანა გვჭირდება, ისეთის, რაც წინა წლებში არ ყოფილა აქტუალური.
ჩვენ მათ მოგვპარეს მომავალი და ახლა უნდათ აწმყოს წართმევაც. უნდა ვუთხრათ ივანიშვილს და მის პატრონებს რუსეთში, რომ ვერ მოგვერევით. ვერ “დაგვაჩმორებთ”, ჩვენ ბევრად მეტი ვართ.

რუსეთი მარცხდება და ჩვენ აფხაზეთი გვაქვს გასათავისუფლებელი.

მე ჯერ კიდევ უკრაინის საბოლოო გათავისუფლებაში მაქვს მონაწილეობა მისაღები და შემდეგ სოხუმში ვაპირებ პიაცის აშენებას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...