პარასკევი, ივლისი 11, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავითარი დანაშაული ნუცა ბუზალაძეს არ ჩაუდენია, რომ აიძულეთ...

“არავითარი დანაშაული ნუცა ბუზალაძეს არ ჩაუდენია, რომ აიძულეთ ამდენი ბოდიში მოეხადა” – ირმა ინაშვილი

ნუცა ბუზალაძის მიერ მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში შესრულებული სიმღერის გამო, საქართველოში, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მწვავე რეაქცია გამოიწვია, რასაც მომღერლის საჯარო ბოდიში მოჰყვა. ფაქტს კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი:

ადამიანთა სისასტიკესა და დაუნდობლობას საზღვარი რომ არა აქვს, აი, ამ საშინელი რეალობის (მორიგჯერ) გაცნობიერების დღე იყო. ზოგი პირდაპირ აშანტაჟებდა და ლანძღავდა ნუცა ბუზალაძეს, ზოგიც უფრო ცბიერად იქცეოდა: თან, მიყვარხარ… ჩემი მეგობარი ხარ, მაგრამ მაინც საჯაროდ გაკრიტიკებ(?!)… ესეც “მეგობრობაში” ახალი სტანდარტია, ეტყობა.

თუ მეგობარი ხარ, დალოცვილო, საჯაროდ რას მწერ და რას მიწუნებ საქციელს. გაჩუმდი, დამშვიდდი, კლავიატურაზე თითების კაკუნის ვნებას მოერიე და შენი წუხილი პირადად გამიზიარე, იქნებ შენი აზრები და პოზიციაა მცდარი და არა ჩემი. იქნებ შენ ვერ ხედავ სამყაროს სწორად, მაგრამ არა… თვითონ “კრისტალურები” არიან, თურმე, მოსკოვებში არ უვლიათ და აი, ნუცა ბუზალაძე მეგობრის წვეულებაზე მოსკოვში როგორ ჩავიდა, ამ ფაქტმა აღაშფოთა “კრისტალურთა” “უმანკო” გული. არ გიცნობდეთ მაინც. ეს “კრისტალურები” საათების წინ პრიგოჟინის მხურვალე გულშემატკივრები იყვნენ, თუ მეხსიერება არ მღალატობს. მოსკოვშიც დაფრინავენ და ბიზნესსაც შესანიშნავად უძღვებიან. რუსეთ- ამერიკის ორმაგ აგენტურაზე ახლა არ შევჩერდები. სტაბილური ჰონორარი აქვთ, არ უგვიანებენ ხელფასს. სამაგიეროდ, მთელ ქვეყანას კრემლის აგენტად აცხადებენ. აღარ დარჩა საქართველოში გლეხი, ექიმი, პედაგოგი, ტაქსის მძღოლი და ოფიციანტი, რუსეთის აგენტად რომ არ გამოაცხადონ.

გული არა გაქვთ თქვენ. აგური გაქვთ აშკარად, გულის ნაცვლად, თორემ სხვაგვარად იფიქრებდით, სხვაგვარად ისაუბრებდით და სხვაგვარად მოიქცეოდით. მოიქცეოდით ისე, როგორც ადამიანები და არა, როგორც მტაცებელი ცხოველები. სიბნელე და წყვდიადი სხვა არაფერია, თუ არა ამგვარი აზროვნება: ბრტყელი, ცივი, ბასრი.

არავითარი დანაშაული ნუცა ბუზალაძეს არ ჩაუდენია, რომ აიძულეთ ამდენი ბოდიში მოეხადა. ზუსტად თქვენნაირები უდანაშაულო კაცს ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის გაყვანას აღიარებინებდნენ. ეს ხართ თქვენ.

და ესაა ბულინგი, ესაა ფსიქოლოგიური ტერორი, ესაა სისასტიკე, ესაა დაუნდობლობა, ესაა
სრულიად ანტიადამიანური, ანტიჰუმანური კამპანია. ვისაც შეაშინებენ, შეჭამენ! ამიტომ არავინ არ უნდა დანებდეს ამათ.

როგორც მხეცი არ უნდა გრძნობდეს, რომ შეგაშინათ, ისე ამათ არ უნდა მისცეთ საშუალება, რომ გაგტეხონ!

ნიჭიერება, მამაცი გული, მხნეობა, სულის სიმტკიცე არ აკლია ნუცას. არავის მოატეხინო ფრთები, არავის!

P.S. რაც შეეხება რადიოების პროტესტს, სასაცილო და ამაზრზენია ეს რეაქცია. ხვალვე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, ჩემს მეგობრებს, რადიო “ობიექტივის”- 105.1 ხელმძღვანელობას, რომ შეუზღუდავი დრო დაუთმონ ნუცა ბუზალაძის შემოქმედებას“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირმა ინაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ნინო ჯანგირაშვილი: “ბოიკოტი მაინც შედგება”

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით,...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...