spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს თქვენ ლოცულობდით პუტინის გამარჯვებისთვის. ჩვენ არა პრიგოჟინს,...

“ეს თქვენ ლოცულობდით პუტინის გამარჯვებისთვის. ჩვენ არა პრიგოჟინს, არამედ რუსეთის დამარცხებას და დასუსტებას ვგულშემატკივრობდით” – პაატა მანჯგალაძე არჩილ თალაკვაძეს მიმართავს

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება. მანჯგალაძის თქმით ოცნების ლიდერები დღის მანძილზე პროპაგანდისტულ რიტორიკას ცვლიდნენ იმის მიხედვით როგორც უახლოვდებოდა პრიგოჟინი მოსკოვს:

ჩვენ შორის განსხვავება ნამდვილად არის. დიახ, ჩვენ ვგულშემატკივრობთ რუსეთის, როგორც ბოროტების იმპერიის, ჩამოშლას და დამარცხებას მაგრამ უბედურება იმაშია, რომ თქვენ საქართველოს მომავალი პუტინს და რუსეთს დაუკავშირეთ. დასაცინები თქვენ ხართ, როგორ იცვლებოდა თქვენი და თქვენი პროპაგანდის დამოკიდებულება დღის მანძილზე, რაც უფრო უახლოვდებოდა პრიგოჟინი მოსკოვს, უფრო და უფრო ლოიალური და პოზიტიური ხდებოდა თქვენი პროპაგანდის გზავნილებში ის. ცოტა გაკლდათ და გამოაცხადებდით, “მისი უდიდებულესობა პრიგოჟინი მოსკოვში შებრძანდა“-ო. ხოლო ჩვენთვის მანამდეც, იმ დღესაც და ახლაც მტერია პუტინიც და პრიგოჟინიც.

ეს თქვენ ლოცულობდით პუტინის გამარჯვებისთვის. ჩვენ არა პრიგოჟინს, არამედ რუსეთის დამარცხებას და დასუსტებას ვგულშემატკივრობდით.

სამარცხვინოები თქვენ ხართ, ვითომ ჭეშმარიტების საქადაგებლად ისე, რომ სკამს რამე საფრთხე არ შეექმნას, სპეციალური ჯგუფი “ხალხის ძალა” შექმენით. თუ მართლა გჯერა “ხალხის ძალის” ამერიკასთან, მაკდონალდსთან, კოკა-კოლასთან დაკავშირებით გავრცელებული სისულელეების თავად შენ რატომ არ აწერ ხელს ამ განცხადებებს?” – მიმართავს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“საეკლესიო იერარქები მრევლს აღიქვამს პატრონ-ყმურ რეჟიმში, ისევე, როგორც ჩვენი საერო ხელისუფალნი” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია თავის პოზიციას აფიქსირებს...

“ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" XIII...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების, ტროლების და ბოტების რევოლუცია წინ გვაქვს🤣🤖👾”, – ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინას მოლოდინები, ირონიის თანხლებით: "ეჭვი მაქვს ავატარების, ფეიქ ექაუნთების,...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...