spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი...

კახა კალაძე: გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი – სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს ყვავილებით ხელში ხვდებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლით აღშფოთებულია, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, რადგან მათი წარსული გამოცდილება სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსებს ქვეყანაში ჩამოსვლისა და ბიზნესის დაწყებისკენ მოუწოდებდნენ:

ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ამაში ცუდი არაფერია. გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი – ომის, რომელიც დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, საქართველოს ეკონომიკისთვის; დავკარგეთ ტერიტორიები; საუბედუროდ, დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი. გვყავს უამრავი გარდაცვლილი – მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები; დანგრეული და განადგურებული სოფლები, ქალაქები; ვიცით, რამდენად მძიმე იყო ეს ომი. მესამე-მეოთხე დღეს კი, ხელისუფლების წარმომადგენლები წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ და საქართველოში კონცერტები გაემართათ. მოუწოდებდნენ რუსებს, ტურისტებს, ჩამოსულიყვნენ, ბიზნესი ეკეთებინათ. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს, დღეს კი ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ.

იყო მოწოდებები პარლამენტის ტრიბუნიდან. თუ არ ვცდები, შინაგან საქმეთა მინისტრი გვეუბნებოდა: რუსულ ფულს სუნი არ ასდისო. სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოხდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. სააკაშვილი ყვავილებით ხელში, ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა რუს ტურისტებს და მათ ჩამოსვლას მიესალმებოდა. დღეს, ისევ ეს ადამიანები, გაბრაზებული სახეებით აპროტესტებენ, რომ თურმე როგორ შეიძლება, რუსი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. ეს ორმაგი სტანდარტია და ისინი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია” – კახა...

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის...

“რეჟიმის ცვლილებას სჭირდება თავისუფალი არჩევნები, სადაც დემოკრატიული პარტიები მივიღებთ მანდატს მოქალაქეებისგან” – თამარ ჩერგოლეიშვილი

ხელისუფლების ცვლილების მთავარი წინაპირობები დაასახელა, პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...