პარასკევი, მაისი 17, 2024

“მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხდება” – გიორგი მსხილაძე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთში მომხდარი დაპირისპირების ფონზე, საგანგებო ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩანიშვნა მოითხოვა, რასაც მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მწვავე რეაქცია მოჰყვა. თემასთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ:

,,მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხდება. ვინაიდან ამ კონსტიტუციის თანაავტორმა უნდა იცოდეს, რომ პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. ის არის ქვეყნის ერთიანობის, ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ის წარმოადგენს სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი.

უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით მიაწოდოს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ხელმძღვანელობას“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული