ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძარცვის, ძალადობის, უსამართლობის პერიოდი უახლოვდება დასასრულს" - მიხეილ...

“ძარცვის, ძალადობის, უსამართლობის პერიოდი უახლოვდება დასასრულს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით გეოპოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს კავკასიის რეგიონთან მიმართებაში და კონკრეტული ფაქტების გახსენებით თუ შეთავაზებებით ჩრდილოეთ კავკასიის ერებს მიმართავს:

დრო მოვიდა!
ჩემი მიმართვა ჩრდილოეთ კავკასიის ერებს!

მივმართავ ყველა თავისუფლებისმოყვარე ერს და მოქალაქეს რუსეთის იმპერიისა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაიმონა კავკასია, რომელმაც გაანადგურა მთელი ერები და აგრძელებს კავკასიელების გენოციდს და რუსიფიკაციას და რომელიც საკუთარი არსებობის
ბოლო თვეებს ითვლის.

ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება გავაცოცხლოთ და ავაღორძინოთ იმამ შამილის, ბაისანგურის, ჯოხარ დუდაევის და წინააღმდეგობის იმ მილიონობით გმირის სულისკვეთება, რომელთათვისაც თავისუფლება წარმოადგენდა უმაღლეს ღირებულებას და რომლების ამ
გენეტიკური კოდის ჩახშობასაც რუსეთის იმპერია მუდამ ცდილობდა ჩვენში.

როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზების გენოციდი, რადგან ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ჩვენი ვალი აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა მილიონი ტანჯვით განადგურებული ჩერქეზისთვის და
აგრეთვე ჩვენ დავდგით ამ გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი.

ჩვენ გავხსენით უვიზო შემოსვლა, პირველ რიგში ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისათვის, შევქმენით საგანმანათებლო პროგრამები. გავხსენით სატელევიზიო არხი Первый Кавказский (ПИК), რათა მოგვეცა თქვენთვის თავისუფალი სატელევიზიო პლატფორმა.

მეომარმა უკრაინამ საკუთარი პარლამენტის მეშვეობით აღიარა იჩქერიის რესპუბლიკა. დადგა დრო ყველას გააქტიურებისთვის. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გვაჩვენა მოსკოვის რეჟიმის უკიდურესი სისუსტე.

აღადგინეთ ძველი და შექმენით წინააღმდეგომის ახალი უჯრედები, გაააქტიურეთ თქვენი კავშირები დიასპორებთან და მათი მეშვეობით და რა თქმა უნდა უკრაინის მეშვეობით, მოდით, ერთად შევამზადოთ დემოკრატიული სამყარო ჩრდილოკავკასიელი ერების
თავისუფლებისათვის. ჩვენ ვალდებული ვართ გავდოთ ხიდები ერთმანეთთან, რათა რუსეთის რღვევის პროცესი კავკასიაში გავხადოთ მაქსიმალურად არაძალადობრივი და ავიცილოთ თავიდან შემდგომი კონფლიქტები.

მე გთავაზობთ შეიქმნას თავისუფალი კავკასიის ორგანიზაციის მუდმივმოქმედი სამდივნო კიევში.
დარწმუნებული ვარ, უკრაინის ხელისუფლება მხარს დაგვიჭერს ამ წამოწყებაში.

გწერთ, როგორც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ამაყი მოქალაქე, რომელიც საქართველოს დღევანდელმა პრორუსულმა ხელისუფლებამ მძევლად აიყვანა შეთითხნილი ბრალდებებით და ამყოფებს ტყვეობაში მოსკოვიდან პირდაპირი მითითების შესაბამისად.
როგორც კი პუტინის რეჟიმი დაეცემა, საქართველოში სწრაფად გამოიცვლება ხელისუფლება.

აგრეთვე, სამხრეთ კავკასიაში უკვე გაჩნდა აზერბაიჯანის და სომხეთის შერიგების პერსპექტივები, ამიტომ ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღებთ სრულიად განსხვავებულ, გაერთიანებულ სამხრეთ კავკასიას და ამავდროულად, აუცილებელია, მოიძებნოს მთელი კავკასიის გაერთიანების გზები გამარჯვებულ უკრაინაზე და მთელს ევროპაზე გასასვლელად.

ძარცვის, ძალადობის, უსამართლობის პერიოდი უახლოვდება დასასრულს და ჩვენ ყველა უნდა შევიდეთ თავისუფლების, მშვიდობის, სამართლიანობის და ახალი შესაძლებლობების ეპოქაში ჩვენთვის და ჩვენი შვილებისათვის.

ბრძოლის გარეშე ეს არ გამოვა, მაგრამ რაც უფრო ერთად შეკრულები და კოორდინირებულები ვიქნებით, მით ნაკლებად შეძლებენ ჩვენი მტრები მათი თამაშის წესების თავზე მოხვევას.
მოახლოებულ გამარჯვებაში ურყევად დარწმუნებული, კავკასიის შვილი და უკრაინის ამაყი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი“, – აცხადებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...