ორშაბათი, აპრილი 21, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს! ამერიკა და პარტნიორები ჩვენ გვერდით...

“საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს! ამერიკა და პარტნიორები ჩვენ გვერდით არიან და რუსეთისთვის საჯიჯგნად არ მიგვატოვებს არავინ” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სენატისა და კონგრესის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებსა და ატლანტიკური საბჭოს წევრებს შეხვდნენ.

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით ამერიკელი პარტნიორები ორ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე მუშაობენ, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. საუბარია „საკანონმდებლო აქტზე“, რომელიც შეაფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას და დასახავს კონკრეტულ ნაბიჯებს, ასევე „შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი“, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის თქმით, შეხვედრებზე განხილულ თემებს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივება და უსაფრთხოების გარანტიებია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პრორუსული ძალის შეცვლა, რათა საქართველომ მსგავსი არაერთი პროექტით ისარგებლოს:

გვქონდა ინტენსიური შეხვედრები სენატსა და კონგრესში, მათ ოფისებთან, საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებთან. საქართველო არის რუსული ძალისგან, „ქართული ოცნებისგან“ განსათავისუფლებელი, ეს არის ჩვენი ამოცანა და სრული მხარდაჭერა გვექნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან.

და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც მალე იქნება მიღებული. ერთი ეს არის „საკანონმდებლო აქტი“ საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს საქართველოში დღეს არსებულ სიტუაციას და სენატი სახელმწიფო დეპარტამენტსა და სხვა ინსტიტუტებს მიაწვდის კონკრეტულ დავალებებს მისცემს. აქ ჩვენ ფაქტობრივად გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა, როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების.

მეორე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ეს არის „შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი“, რაც ნიშნავს ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში. აშშ შექმნის სპეციალურ საპარტნიორო ფონდს, რომ დააზღვიოს ინვესტიციები საქართველოში და ეს ნიშნავს მილიარდობით ინვესტიციას საქართველოში, დაბრუნებულ ემიგრანტებს, ვინაიდან სამუშაო ადგილები და ბიზნესის კეთების შესაძლებლობა გაჩნდება და მეორე კომპონენტი ეს არის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის ზრდა.

ამერიკისგან ჩვენ გვინდა თავდაცვის გარანტიები და ეკონომიკური განვითარება. თუმცა იმისთვის, რომ ეს აქტი ჩვენ მივიღოთ და გამოვიყენოთ საქართველოში, საჭიროა „ქართული ოცნების“ მოშორება. რუსული ძალა ვერაფრით ვერ მოახდენს იმ სიკეთეების რეალიზებას, რომელიც ამერიკიდან შეგვიძლია წამოვიღოთ.

გარდა ამისა, სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი დავაყენეთ, განსაკუთრებით სტუდენტებისთვისა და სასწავლო ვიზების თვალსაზრისით და რომ გვყავდეს ეროვნული ინტერესებით მოძრავი ხელისუფლება, ამას გააკეთებდა. მაგრამ როცა მათ უვიზო რეჟიმი რუსეთთან აინტერესებთ და არა ამერიკასთან, ამიტომ ხდება ეს.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს! ამერიკა და პარტნიორები ჩვენ გვერდით არიან და რუსეთისთვის საჯიჯგნად არ მიგვატოვებს არავინ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შესაძლოა “ოცნებასთან” პირისპირ საუბარი მოგვიწიოს” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში...

“თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის,...

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს "ქართული...

“როცა დოი პირველად ვნახე თეატრალურის კედლებში – ანათებდა, ჩემი თაობის სტუდენტობა დამეთანხმება” – ხათუნა...

ანალიტიკოსი ათუნა ლაგაზიძე კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება, დავით დოიაშვილის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...