23 ივნისის ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 24 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეროვნულ ვალუტას არასტაბილური პერიოდი ჰქონდა, გაუფასურება-გამყარების ცვალობადობით, ბოლო კვირაში კი გამოიკვეთა ლარის გაუფასურების ტენდენციები, რაც აშშ დოლართან მიმართებაშიც დაფიქსირდა. იხ. მონაცემები წინა 4 ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:
20 ივნისი – 2.6057;
21 ივნისი – 2.6164;
22 ივნისი – 2.6208;
23 ივნისი – 2.6260.
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0024 ლარით და 1 აშშ დოლარი 24 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში ეღირება 2.6284 ლარი.
ივნისის დასაწისიდან კი ეროვნულ ვალუტის გაუფასურება დაიწყო ევროსთან მიმართებაში, რაც ბოლო კვირაშიც გაგრძელდა. კერძოდ, წინა 4 ვაჭრობის შედეგად შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
20 ივნისი – 2.8446;
21 ივნისი – 2.8602;
22 ივნისი – 2.8622;
23 ივნისი – 2.8891.
ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა, თან მნიშვნელოვნად, 0.0331 ლარით და 24 ივნისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.8560 ლარი.
ამავე პერიოდში სხვადასხვა სიტუაცია იყო დანარჩენ ვალუტებთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე კი ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა და დაფიქსირდა კონკრეტული სხვაობა წინა ვაჭრობისას დადგენილ კურსთან მიმართებაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.3436 ლარი (გამყარდა 0.0116 ლარით)
1 თურქული ლირა – 0.1028 ლარი (გამყარდა 0.0087 ლარით)
10 უკრაინული გრივნა – 0.7117 (გაუფასურდა 0.0007 ლარით)
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5486 ლარი (გაუფასურდა 0.0039 ლარით)
1000 სომხური დრამი – 6.8032 ლარი (გაუფასურდა 0.0098 ლარით)
1 შვეიცარიული ფრანკი – 2.9240 ლარი (გამყარდა 0.0150 ლარით)
10 ჩინური იუანი – 3.6610 ლარი (გაუფასურდა 0.0033 ლარით)
100 ინდური რუპია – 3.2040 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით)
10 ისრაელის შეკელი – 7.2548 ლარი (გაუფასურდა 0.0127 ლარით)
100 იაპონური იენი – 1.8350 ლარი (გაუფასურდა 0.0131 ლარით)
ივნისიდან ლარის კურსის გამყარების ტენდენცია დაფიქსირდა რუსულ რუბლთან მიმართებაში, რაც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა ბოლო კვირაში, თუმცა გაუფასურების ნიშნებით. კერძოდ წინა 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
20 ივნისი – 3.1006;
21 ივნისი – 3.1076;
22 ივნისი – 3.1132;
23 ივნისი – 3.1393.
ეროვნული ვალუტა ბოლოსწინა ვაჭრობაზე საგრძნობი გაუფასურების შემდეგ, ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0147 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 24 ივნისიდან შემდგომი 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1246 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი