ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთავარი გზავნილები სახელმწიფო დეპარტამენტიდან არის, რომ აშშ არ...

“მთავარი გზავნილები სახელმწიფო დეპარტამენტიდან არის, რომ აშშ არ დაუშვებს საქართველოს რუსიფიკაციას, არ დაუშვებს, რომ საქართველო დაშორდეს ევროკავშირსა და აშშ-ს” -სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, შეხვედრის განსახილველ თემებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და რეფორმების მნიშვნელობა წარმოადგენდა. მისივე თქმით, ამერიკა, როგორც ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და დასავლური პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას ისინი არ დაუშვებენ:

მთავარი გზავნილები სახელმწიფო დეპარტამენტიდან არის, რომ აშშ არ დაუშვებს საქართველოს რუსიფიკაციას, არ დაუშვებს საქართველო დაშორდეს ევროკავშირს, ევროპასა და აშშ-ს, ძალიან ყურადღებით დააკვირდებიან რეფორმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში.

ასევე არავის უფლებას არ მისცემენ, მათ შორის, არც ქვეყნის შიგნით, რუსული ხელისუფლების გასაგონად მინდა ვთქვა და არც ქვეყნის გარეთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ვექტორი შეიცვალოს. პოლიტიკური ვექტორი იქნება აუცილებლად დასავლური, საქართველოში განხორციელდება დემოკრატიული რეფორმები.

ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მომავალ, 2024 წლის არჩევნებს, რომლის გაყალბების უფლებასაც არავინ მისცემს „ქართულ ოცნებას“. მთავარი, ისევ და ისევ, არის ის, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ, დემოკრატიული ძალები და მოსახლეობა, სამოქალაქო სექტორი, რომელსაც სრული მხარდაჭერა ექნება ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

“ეს უბრძოლველად დანებება რა უბედურებაა?!…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“ზურაბ ჯაფარიძის პატიმრობა არის ივანიშვილის შურისძიება თავისუფლებაზე” – გიორგი ვაშაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...