საპარლამენტო ჯგუფ ,,რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებით:
,,მმართველი პარტიის პირობებში კიდევ კარგად მივდივართ და ვდგამთ ნაბიჯებს.
,,ქართული ოცნება“ პირდაპირ ქმნის ბარიერებს იმისთვის, რომ 12 პუნქტი არ შესრულდეს და ქვეყანამ ვერ მიიღოს ევროპული სტატუსი.
იმდენად გააზრებული აქვთ რასაც აკეთებენ, რომ წინასწარ და პრევენციულად იშვერენ ხელს ოპოზიციისკენ და დესტრუქციულს უწოდებენ ოპოზიციას, რომელიც გაერთიანებულია ევროპული იდეის ირგვლივ და პირველივე დღიდან აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყნამ ევროპული სტატუსი მიიღოს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


