ორშაბათი, აპრილი 21, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აშშ და მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენ გვერდითაა, ისინი...

“აშშ და მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენ გვერდითაა, ისინი ძნელბედობის ჟამს არ დაგვტოვებენ პუტინისა და ივანიშვილის საჯიჯგნად” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს აგრძელებენ.

ოპოზიციონერი ლიდერები ამჯერად სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. გიორგი ვაშაძის თქმით, დასავლელი პარტნიორები სრულყოფილ ინფორმაციას ფლობენ „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკის შესახებ და მზად არიან საქართველოს მაქსიმალური დახმარება გაუწიონ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში. მისივე თქმით, მომავალ არჩევნებში ქართველ ხალხს მკაფიო არჩევანის დაფიქსირება მოუწევს დასავლურ სამყაროსა და „ქართული ოცნების“ პრორუსულ ძალას შორის:

უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში. ვფიქრობ, რომ ძალიან მკაფიოა ყველაფერი. ამერიკა ქართველი ხალხის მხარესაა, „ქართული ოცნება“ კი – რუსეთის. ამერიკა გვთავაზობს მეტ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და უსაფრთხოების მხარდაჭერას, „ქართული ოცნება“ კი გვეუბნება, რომ დამარცხებისთვის განწირული პუტინის მართვის ობიექტები უნდა ვიყოთ. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომავალ წელიწადს, საქართველო ან ირჩევს ამერიკის პარტნიორობასა და „ნატო“-ში გაწევრიანებას და არის შემდგარი სახელმწიფო ძლიერი ეკონომიკით, ან არის გაუბედურებული ტერიტორია რუსეთის ჩრდილქვეშ, ეს უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ.

რაც შეეხება, ჩვენი ამერიკელი მეგობრების პოზიციას, ძალიან მკაფიოა და დღესავით ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ არის პრორუსული პოლიტიკური ძალა, ასევე ქმედითი ნაბიჯები იქნება მათი მხრიდან, ეს იქნება სადამკვირვებლო მისიები არჩევნებისთვის, სანქციებიც გაგრძელდება.

ყველას, ვინც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წავა და ეცდება ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს, შესაბამის პასუხს, ჩვენთან ერთად, გასცემენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. და ბოლოს, დღეს კიდევ გვქონდა საუბარი შავი ზღვის მხარდაჭერის აქტზე, რომელიც არის გასაოცარი შესაძლებლობა ჩვენთვის ჩამოვიტანოთ მილიონობით საქართველოში თავის სავიზო რეჟიმის გამარტივებით, თავისუფალი ვაჭრობითა და თავდაცვისუნარიანობის ზრდით.

ძალა ერთობაშია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ამერიკა და მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენ გვერდითაა, ისინი ძნელბედობის ჟამს არ დაგვტოვებენ პუტინისა და ივანიშვილის საჯიჯგნად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ვინმე რუსების სისტემურ ოპოზიციონერობას აპირებთ, ცუდად დამთავრდება ეგ ამბავი” – ლევან სანიკიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ ფაქტებზე...

“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი წინადადებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, დაპირებისამებრ, გამოაქვეყნა მისი წინადადებები "ერთიანი ნაციონალური...

“ტურბულენტობის ჟამს ზედაპირზე საზოგადოების ფსკერზე დალექილი ლექი და ჭუჭყი ამოტივტივდება, ასეთია სწორედ ეს აქაური...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქტივობებს მძიმე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...