„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების ფაქტს გამოეხმაურა.
ოპოზიციონერი ლიდერი მიესალმება ნიკა გვარამიას გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ შემდეგი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის შეწყალება უნდა იყოს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის პოლიტიკური პატიმრების საკითხი სამუდამოდ წარსულს უნდა ჩაბარდეს:
„მივესალმები ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, აქამდე რომ ყოფილიყო გაცილებით უკეთესი იქნებოდა. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჩვენი ქვეყნის გათავისიფლება რუსული რეჟიმისგან.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღესვე გამოქვეყნდა 12 პუნქტის შეფასება ევროკავშირის მხრიდან, სადაც მხოლოდ სამი არის დადებითად შეფასებული.
თავად ოლივერ ვარჰეი, რომელსაც აქებდა და ენდობოდა „ქართული ოცნება“, ამბობს, რომ მხოლოდ 3 პუნქტია შესრულებული, დანარჩენი არის შესასრულებელი. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს დეოკუპაცია და დერუსიფიკაცია მოხდეს „ქართული ოცნებისგან” და წინ წავიდეთ ევროპული განვითარებისკენ და პოლიტიკური პატიმრები, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ჩავაბაროთ საბჭოთა წარსულს, რომელსაც ასევე უნდა გავაყოლოთ „ქართული ოცნება“ თავისი კომუნისტური პარტიის მენტალობით, რომლითაც ის მართავს საქართველოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს