ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დიდია საფრთხე ახალი იერიში...

ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დიდია საფრთხე ახალი იერიში მიიტანონ ოპოზიციის ლიდერებზე – პაატა მანჯგალაძე

პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, კონკრეტული შეფასებებით, მოსალოდნელ საფრთხეებზე ყურადღების გამახვილებას ახდენს პარლამენტის წევრი, “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე:

ნიკა გვარამიას გათავისუფლების შემდეგ დიდია საფრთხე ახალი იერიში მიიტანონ ოპოზიციის ლიდერებზე.

რადგან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სახით კვლავ გვყავს ძალა და ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და პირად მარცხად აღიქვამს პროგრესს ამ გზაზე, დიდია რისკი ახალი იერიში განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ და მათთვის მთავარი ცოცხალი სამიზნე იქნება ყველა ჭეშმარიტი ოპოზიციონერი ლიდერი რათა მომავალში დასავლეთთან სავაჭროდ ახალი ტყვეები აიყვანონ.

ნიკა გვარამიას გათავისუფლება არის არა ვინმეს დამარცხება, არამედ საქართველოს წარმატება ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

მე მიკვირს, როგორ შეიძლება ევროპული ინტეგრაციის გზაზე პროგრესის გამო რომელიმე საქართველოს ნამდვილი პატრიოტი იყოს გაბრაზებული და გავეშებული.

მაგრამ, რადგან ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სახით კვლავ გვყავს ძალა და ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და პირად მარცხად აღიქვამს პროგრესს ამ გზაზე, დიდია რისკი ახალი იერიში განახორციელონ საქართველოს წინააღმდეგ და მათთვის მთავარი ცოცხალი სამიზნე იქნება ყველა ჭეშმარიტი ოპოზიციონერი ლიდერი, რათა მომავალში დასავლეთთან სავაჭროდ ახალი ტყვეები აიყვანონ.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ფონზე განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არის მიხეილ სააკაშვილი, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამას არათუ ვვარაუდობ, არამედ ეს ჩანაფიქრი და გეგმა უკვე აქვს ხელისუფლებას და დღეიდანვე დაიწყება მისი ეტაპობრივი განხორციელება.

ახლა მკითხავთ, რა არის გამოსავალი. გამოსავალია კოორდინაციაში, საერთო ძალისხმევაში და ამის მაგალითი არა მხოლოდ 7-8 მარტი, არამედ თუნდაც გუშინდელი ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა, როცა ყველამ ერთად საერთო ძალისხმევით შევძელით ეს.

ძალა ერთობაშია და არა ურთიერთდაპირისპირებასა და კინკლაობაში!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...