ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოიხადონ პოლიტიკოსებმა,...

კახა კალაძე: სათითაოდ დაეწყონ და ბოდიში მოიხადონ პოლიტიკოსებმა, რომლებიც საზოგადოებას არწმუნებდნენ, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქართველი საზოგადოების წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოს ყველა იმ პოლიტიკოსმა, რომელიც ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებამ მოწამლა, კვდებოდა და ასე შემდეგ.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სირცხვილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თავად თქვა, დღეს პოლიტიკაში ჩართვის სურვილს ისევ აცხადებს:

სააკაშვილი პოლიტიკიდან შორს არასდროს ყოფილა. ეს იყო უბრალოდ პიარკამპანიის ნაწილი და მაშინ ასე აწყობდათ, თითქოს ის პოლიტიკაში არ ერეოდა. არადა, რეალურად მას ამის უფლება კანონით არ აქვს იმიტომ, რომ ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე. წარმოგიდგენიათ? საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა თავად განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე. ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს.

ეს ადამიანი დღეს გამოდის და პრეტენზია აქვს იმაზე, რომ პოლიტიკაში იქნება ჩართული. რეალურად არასდროს ყოფილა დაშორებული პოლიტიკისგან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა მილიონობით თანხა დახარჯეს კამპანიაში, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული:

ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუყურებდით იმ ბინძურ კამპანიას, რაც ქვეყნის წინააღმდეგ იყო აგორებული და რაშიც მილიონობით თანხები დახარჯეს ამაში მან, მისმა გარემოცვამ, მისმა ოჯახის წევრებმა.

ისინი დაკავებული იყვნენ ქვეყნის შეურაცხყოფით, ტალახის სროლით, ჩართული ჰყავდათ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, კონკრეტული პოლიტიკოსები.

ეს კონკრეტული პოლიტიკოსები ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას არწმუნებდნენ იმაში, თითქოს სააკაშვილი კვდებოდა, ხელისუფლებამ მოწამლა და ასე შემდეგ.

ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმ სიბინძურის და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე გაცვალეს სამშობლო ძალაუფლებაზე და კიდევ ერთხელ უღალატეს საქართველოს” – პაატა მანჯგალაძე

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" დელეგაციის...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“მოძალადე რეჟიმის პირობებში არავინ არის დაცული, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებსაც დიდი როლი აქვთ...

ბოლო დღეებში საქართველოში მომხდარ კონკრეტულ ფაქტებს მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...