ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პარტნიორების სურვილი არის, რომ საქართველო სწრაფად რეფორმირდეს, დაუახლოვდეს...

“პარტნიორების სურვილი არის, რომ საქართველო სწრაფად რეფორმირდეს, დაუახლოვდეს „ნატოსა“, ევროკავშირს და გახდეს განვითარებულ ქვეყნებში ერთ-ერთი მოწინავე” – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე, ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, სენატორ ჯინ შაჰინსა და მისი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ამერიკელი პარტნიორები გამოხატავენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს დემოკრატიული რეფორმირების პროცესში. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, განხილულ საკითხებს შორის საქართველოში რეფორმების განხორციელება, „ნატო“-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარება და „შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“ იყო. აღნიშნულ აქტში საქართველოს დიდი ადგილი ეთმობა და წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს ქართული ეკონომიკისთვისა და ქართველი მოსახლეობისთვის:

გვქონდა შეხვედრები სენატორ შაჰინთან, ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდ და დიდი ხნის მეგობართან, ასევე მის მრჩევლებთან. განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა რეფორმების განხორციელება საქართველოში, “ნატო”-ში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და რაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხები, თუ რა სახის უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს.

ძალიან მნიშვნელოვანია სენატორ შაჰინის მიერ ინიცირებული “შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი”, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი ეთმობა საქართველოს. აქტი გულისხმობს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას შავ ზღვაში, რაც ნიშნავს მილიარდობით შემოსულ ამერიკულ ინვესტიციას, ათასობით სამუშაო ადგილს, წინ წასულ ქართულ ოჯახებსა და ეკონომიკას, ასევე დაბრუნებულ ემიგრანტებს.

ჩვენი პარტნიორები დგანან საქართველოს გვერდით და ერთადერთი რაც მათ ამოძრავებთ, არის სურვილი, რომ საქართველო სწრაფად რეფორმირდეს, სწრაფად დაუახლოვდეს „ნატოს“, ევროკავშირს და გახდეს განვითარებულ ქვეყნებში ერთ-ერთი მოწინავე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”: “ლუკაშენკომაც კი იგრძნო საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის...

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შემნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

“ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას, რადგან ვერ შეძლო თავისი აგენტურის...

„ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არსებულ ხელისუფლებას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...