ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აშშ-ში ხვდებიან, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში არის არჩევანი...

“აშშ-ში ხვდებიან, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში არის არჩევანი რუსეთისკენ თუ ევროპისკენ და ამერიკისკენ – სუპერ სახელმწიფო ამერიკა მზადაა საქართველოს გვერდში დაუდგეს” – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს აგრძელებენ.

ოპოზიციონერი ლიდერები ამჯერად სენატორ ჯინ შაჰინსა და მისი ოფისის წარმომადგენლებს შეხვდნენ. გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრის მთავარ თემებს სავიზო რეჟიმის გამარტივება და ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობა წარმოადგენდა. როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს ამერიკელი პარტნიორები დეტალურ ინფორმაციას ფლობენ საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებაზე, ამასთან, ისინი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სრულ მხარდაჭერას უცხადებენ:

ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს სენატსა და კონგრესში, ადამიანებთან, ვინც საქართველოთი არიან დაინტერესებულნი და დაკავებულნი.

მთავარი საკითხი – მათთვის ყველასთვის ნათელია, თუ რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, იგი არის პრორუსული პოლიტიკური ძალა, შესაბამისად, ამერიკელები აგრძელებენ ქართველი ხალხის მკაფიო მხარდაჭერას, მაგრამ მთავარი, რაც ჩვენ აქ ჩამოგვაქვს არის ის, რომ საქართველო არ გადაუხვევს ევროკავშირსა და „ნატო“-ში ინტეგრაციის გზას, ვერანაირი „ქართული ოცნება“ ამას ვერ შეძლებს. ამაში გვჭირდება ჩვენი ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერა და სიმართლე გითხრათ, დეტალური ინფორმაცია აქვთ და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში არის არჩევანი რუსეთისკენ თუ ევროპისკენ და ამერიკისკენ.

მსოფლიოს სუპერსახელმწიფო მზადაა საქართველოს მხარში დაუდგეს ეკონომიკურადაც, სოციალურადაც, პოლიტიკურადაც და და ყველა მხრივ, მთავარია ჩვენ ხელი გავანძრიოთ, ეს არის ძალიან მნიშნელოვანი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალებით საბოლოოდ შევძლებთ „საფინიშო გოლის“ გატანას და საქართველო გახდება „ნატო“-სა და ევროკავშირის წევრი.

რამდენიმე საკითხი, რასაც ვაყენებთ ამ შეხვედრებზე ეს არის გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე საუბრის დაწყება, განსაკუთრებით სტუდენტებისთვისა და ახალგაზრდებისთვის, ასევე თავისუფალი ვაჭრობა ამერიკასთან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიზნესი, ვინც ჩუმადაა და ფიქრობს, რომ გადარჩება – მაინც ვერ გადარჩება ამ საშინელი სიჩუმით”...

მმართველი გუნდის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ნორმების შემოღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

“ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული” – ნათია ფანჯიკიძე

ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...