ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმთავარი გზავნილი IRI-სგან არის სრული მხარდაჭერა საქართველოს NATO-სა“...

მთავარი გზავნილი IRI-სგან არის სრული მხარდაჭერა საქართველოს NATO-სა“ და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ასევე სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ ატარებს – სერგო ჩიხლაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, შეხვედრის მთავარ თემას აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა წარმოადგენდა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გარეშე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება:

შეხვედრა გვქონდა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სათაო ოფისში, სადაც შევხვდით რეგიონულ დირექტორსა და სხვადასხვა პროგრამის ხელმძღვანელებს. მთავარი თემა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები იყო.

მთავარი გზავნილი IRI-სგან არის სრული მხარდაჭერა საქართველოს „ნატოსა“ და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ასევე სრული მხარდაჭერა დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ არ ატარებს და მთავარი დასკვნა, რომ სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმების გარეშე არაფერი გამოვა და შესაბამისად, რეფორმების არ განხორციელება დააზიანებს აღნიშნულ ორმხრივ ურთიერთობებსაც“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”: “ლუკაშენკომაც კი იგრძნო საით უბერავს ქარი და უკვე ათავისუფლებს ოპოზიციის...

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოში შემნილ რეალობასთან დაკავშირებით,...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...