პარასკევი, ივნისი 20, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა ბატონ ღარიბაშვილს თხოვნით მივმართო, რომ მეც თქვენი...

“მინდა ბატონ ღარიბაშვილს თხოვნით მივმართო, რომ მეც თქვენი მოქალაქე ვარ” – გიორგი კუპატაძე

საქართველოს პარლამენტის შენობასთან ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი გრძელდება. მათი მთავარი მოთხოვნა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და შრომის შესაბამისი ანაზღაურების დანიშვნაა. ერთ-ერთი გაფიცული, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, ჟურნალისტებთან ემოციურ კომენტარს აკეთებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:

,,კაციშვილი პატრონი არ გაგვაჩნია. მე პირადად გადავწყვიტე, რომ ჩამოვსულიყავი და მინდა ბატონ ღარიბაშვილს თხოვნით მივმართო, რომ მეც თქვენი მოქალაქე ვარ, მეც მიმიძღვის წვლილი ხელისუფლებაში თქვენს მოსვლაში. მინდა, რომ თვალებში ჩამხედოთ.

გაითვალისწინოთ, თითოეული მაღაროელი იმხელა პროდუქციას ვქმნით, იმხელა თანხები შედის ბიუჯეტში ჩვენ ზურგზე, ხელებზე – აგერ არის ფაქტი, 17 ნაკერი მადევს. ამ ნაშრომით ივსებოდა ბიუჯეტი. დღეს აღარავის ვჭირდები, თვალებაკერილი?! არა, მე კიდევ საჭირო ვარ და კიდევ საჭირო ვიქნები ყველასთვის!

აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ ბიჭები მეტად გავაძლიერო, გვერდში დავუდგე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მე, გიორგი კუპატაძე სულ რომ არ გადავრჩე და დავიღუპო, ესენი იყვნენ კარგად“, – განაცხადა ერთ-ერთმა ჭიათურელმა მაღაროელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და მისი ერთადერთი დანაშაული არის ის,...

“მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ნომერ პირველი პატიმარი საქართველოში და...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...

პაატა მანჯგალაძე: “გიორგი ვაშაძის პროცესი, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ფარსი”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესებს ეხმაურება პარტიის...

“ეეეერთადერთი თხოვნა მაქვს ოპოზიციასთან – ეგ ყანწები მოაშორეთ აქედან და ისე გველაპარაკეთ” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ოპოზიციისგან თვითმმართველობის არჩევნებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“იგივე ხელისუფლება არ გიჭერთ და პოლიტიკურად არ გდევნით, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაატყვევა?!” –...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...