სამშაბათი, აპრილი 22, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"USAID-ში შეხვედრაზე გამოხატული იყო უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული...

“USAID-ში შეხვედრაზე გამოხატული იყო უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და “NATO”-ში ინგტერაციის გზაზე” – სერგო ჩიხლაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის საგარეო მდივნის, სერგო ჩიხლაძის თქმით, საერთაშორისო განვითარების სააგენტო გააგრძელებს საქართველოს უპირობო მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ უნდა გაატაროს მნიშვნელოვანი რეფორმები ამერიკასთან ორმხირივი ურთიერთობების გასამყარებლად:

ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხრიდან. მთავარი ის არის, რომ ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისიები იქნება გამოშვებული საქართველოში, არათუ არჩევნების დღეს, არამედ თვეები გაგრძელდება ეს სადამკვირვებლო მისია.

მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებაც, რომ მეტი მხარდაჭერა აღმოუჩინონ სამოქალაქო სექტორსა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, ექსპერტულ წრეებს, რათა ქართული დემოკრატია გადარჩეს და საბოლოოდ არ ჩავიძიროთ რუსულ ჭაობში.

შეხვედრაზე უპირობო მხარდაჭერა იყო გამოხატული საქართველოს ევროპული და „NATO“-ში ინტეგრაციის გზაზე და ასევე ის, რომ რეფორმები აუცილებლად უნდა ჩატარდეს, რადგან რეფორმების გარეშე ვერც ორმხრივი ურთიერთობა განვითარდება და ვერც ევროპულ სტრუქტურებში წევრობა იქნება მიღწეული“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ბარამიძე: “აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ”

“ნაციონალური მოძრაობის” განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ...

“ამათი დიაგნოზი ცნობილია, მაგრამ ვინც ამ ბოდვას კიდევ უსმენს და იჯერებს, ისინიც ჩვენი საშველი...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გეოპოლიტიკურ შეუსაბამობაზე საუბრობს, მმართველი პარტიის პოზიციასთან...

“დღეს გია ხარჩილავას დაბადების დღეა, ადამიანის ვისი გულიც ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლის იმედით ძგერდა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ემოციური შეფასებები გარდაცვლილ, წალენჯიხის...

“ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ირონიულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“უკვე მეორე წელია რაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს უბადრუკი ბიომასა საპროტესტო აქციებით ხვდება” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებით ეხმაურება საპროტესტო აქციების მონაწილეების...