ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის გზავნილი - საქართველო გახდება "NATO"-სა...

“ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის გზავნილი – საქართველო გახდება “NATO”-სა და ევროკავშირის წევრი” – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერები აშშ-ს კონგრესის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და პარტიის საგარეო მდივანი სერგო ჩიხლაძე აშშ-ში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავენ.

ოპოზიციონერი ლიდერები უკვე შეხვდნენ კონგრესის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს. გიორგი ვაშაძის თქმით, კონგრესში გამართული შეხვედრის მთავარ თემებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და ეკონომიკური თუ უსაფრთხოების საკითხები წარმოადგენდა:

რა არის მთვარი საკითხი? – საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელოს მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ, აშშ-მ. მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ არ იცავს საქართველოს ინტერესებს, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

საქართველო არის აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გვჭირდება, როგორც ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების კუთხით მხარდაჭერა. ჩვენი მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირსა და „ნატო“-ში და ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს განსაცდელი „ქართული ოცნების“ სახით და ჩვენ პარტნიორებთან ერთად ამას ყველაფერს გადავლახავთ“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის თქმით, აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მზადაა არჩევნებზე გამოუშვას ხანგრძლივი სადამკვირვებლო მისია, ასევე ისინი უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორს:

გვქონდა საუბარი გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ქართული დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი საჭიროებს მხარდაჭერას, ასევე ყველა ის პატრიოტი, ვინც იბრძვის თავისუფალი საქართველოსთვის. რაც მთავარია, არის ერთსულოვანი განწყობა, რომ ამერიკა საქართველოს არ მიატოვებს და ჩვენ ერთდ აუცილებლად გავიმარჯვეთ.

ვაგრძელებთ შეხვედრებს და ნახავთ, რომ უმაღლეს დონეზე გვექნება ამერიკის წარმომადგენლებთან შეხვედრები.

და რაც უმნიშვნელოვანესია, ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის გზავნილი – საქართველო გახდება „ნატოსა“ და ევროკავშირის წევრი და იქნება ცივილიზებული სამყაროს მძლავრი პარტნიორი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ნინო დათაშვილს, გამბედავ და სამართლიანობისთვის მებრძოლ მასწავლებელს” – გიორგი...

სოციალურ ქსელში მწვავე პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება მასწავლებლის, ნინო დათაშვილის...

“მერე ესენი წავლენ ციხეში, ჟანრის ლოგიკაა🙌 სხვაგვარად არ ხდება📌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკური პროცესების კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რუსთაველის გამზირის გადაკეტვების და სხვა გამომწვევი ქმედებების ერთერთი მიზანია, რომ ხალხში ვინმეს ნერვებმა უმტყუნოს...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან, რუსთაველის გამზირის...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...