ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმარტივი მოქმედებით შესაძლებელია ათობით მიუსაფარი ცხოველის გადარჩენა -...

მარტივი მოქმედებით შესაძლებელია ათობით მიუსაფარი ცხოველის გადარჩენა – შორენა ლობჟანიძე

ორგანიზაციამ ,,ადამიანები მშვიდობისთვის“ საქართველოში 64 მუნიციპალიტეტის მერს განცხადებებით მიმართა, რომლის მიზანი მიუსაფარი, მცირე ზომის ცხოველებისთვის, მათ შორის, კატების ნაშიერებისთვის სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ზრუნვაა:

,,ორგანიზაციამ დაამუშავა მიმდინარე წლის მაისის თვეში თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის სსიპ ,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მონაცემები და შეისწავლა სოციალურ ქსელში განთავსებული ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ 2015 წლიდან 2023 წლის I კვარტლის ჩათვლით განხორციელებულ 2 786 სამაშველო ოპერაციიდან მნიშვნელოვანი წილი მოდის სწორედ კორპუსის ტიპის საცხოვრებელი ბინების სხვენებზე არსებული სავენტილაციო ლილვის (შახტის) ხვრელიდან მიუსაფარი კატების ნაშიერების ან მათი გვამების გამოყვანა/გამოტანაზე, რომლის დროსაც მიუსაფარ ცხოველთან ერთად ასევე ზიანდება სახლის კედელი და მესაკუთრე განიცდის მატერიალურ ზარალს.

არც თუ იშვიათია ტრამვების ან შიმშილის გამო, უკვე გარდაცვლილი მიუსაფარი კნუტების ცხედრების გამოტანა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვამის შემაწუხებელი სუნი გავრცელდება. აქედან გამომდინარე ორგანიზაციამ გადაწყვიტა მიემართა მუნიციპალიტეტებისთვის, რათა მათი მეშვეობით მოხდეს კავშირი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან და სწორედ მათ უზრუნველყონ მარტივი მოქმედებებით კორპუსის ტიპის საცხოვრებელი ბინების სხვენში არსებული სავენტილაციო ლილვის ხვრელების ბადით დაფარვა.

საქართველოში მოქმედი რიგი შესაბამისი რეგულაციების სათანადოდ აღსრულება და მონიტორინგი არ ხდება. თუმცა მიგვაჩნია რომ მარტივი მოქმედებებითაც შესაძლებელია ზოგჯერ ეფექტური გამოსავლის პოვნა და ათობით ცხოველის გადარჩენა. იმედია გათვალისწინებულ იქნება ჩვენი რეკომენდაციები მუნიციპალიტეტების და შემდეგ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ“, – შორენა ლობჟანიძე, იდეის ავტორი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მარიამ ლაშხს რა აძინებს მშვიდად, რაც მას წყევლა და გინება მიუვიდა!” – ელისო კილაძე

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...