პარასკევი, მაისი 3, 2024

“ივანიშვილო შეაჩერეთ ეს სირცხვილი, შეაჩერე ეს საშიში თქვენი წამოწყებული თამაში, ნუ მიგყავს ხალხი სამოქალაქო დაპირისპირებამდე!!!” – თაკო ჩარკვიანი

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი მწვავე შეფასებებით ეხმაურება ხელისუფლების ოპონენტ პირებზე განხორციელებულ თავდასხმებს:

არ არსებობს სხვა გზა, ერთადერთია აღვირახსნილი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, კერძოდ სამართლებრივი სისტემა, თავს ესხმიან ხელისუფლების – პოლიციით ზურგამაგრებული კრებსითი “ირმა სანაძეები” და “ვატო შაქარაშვილები” დაუსჯელობის გარანტიით შემოსილი არარაობანი, ამ საქციელისთვის – ძალადობისთვის ტაშის დამკვრელი “საზოგადოება” კი ბოსხის ტილოდან გადმომსხდარს ჰგავს, (ობიექტურად მინდა აღვნიშნო იმ “დედაკაცის – მწვანედ შემოსილი მოძალადის” გამოსვლის დროს ოპერის თეატრში ბევრი სახეს მალავდა აშკარად შეწუხებული).

ეს კრებსითი – “შაქარაშვილები და სანაძეები” ღიად აცხადებენ სცენიდან თუ ტვ ეთერიდან, გვამცნობენ მათ მიერ უკვე განხორციელებული (მოქალაქეებზე) თავდასხმების შესახებ, ცხადია პოლიციასთან გარიგებულნი, ხელისუფლების ნებართვით (აბა წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე დაკავებული იქნებოდა ეს ორი ფსკერის ბინადარი), ნუ “ესენი” არავინ არიან, ხვალ “ამათ” გადაუძახებენ პოლიტსანაგვეში და ახალ “სანაძე-შაქარაშვილს” იპოვიან.

დღეს ლევან ბერძენიშვილს დაესხა თავს მაგვარი “ფსკერის ბინადარი” კვერცხის მსროლელი.

ასეთი აღვირახსნილი ხელისუფლების დროს, რომელმაც მიიტაცა ჩვენი სახელმწიფო, ერთი საპასუხო კონსტიტუციური გზა და უფლება დარჩა, ხალხისთვის, ევროპის კონვენციით მონიჭებული უფლებააა და ეს სახალხო ა-ჯ-ა-ნ-ყ-ე-ბ-ა-ა!!!

ივანიშვილო შეაჩერეთ ეს სირცხვილი, შეაჩერე ეს საშიში თქვენი წამოწყებული თამაში, ნუ მიგყავს ხალხი სამოქალაქო დაპირისპირებამდე!!!

ივანიშვილო შეჩერდი!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული